ტრენდი უცნაური რამ არის. სანამ ერთი კლასიკად იქცევა, მეორე უკვე წარსულს ბარდება ისე, რომ ხალხის სიყვარულის მოპოვებას ვერც ახერხებს. არსებობს მესამე კატეგორიაც – ტრენდი, რომელიც ყველას უკვე მობეზრდა. მსგავს ნივთებს მოდის მიმდევრები ყიდულობენ და სწორედ ამიტომ ქუჩაში გოგოების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
დღეს შევაგროვეთ ტრენდული ნივთები, რომლებიც მოდიდან ჯერ არ გასულა, მაგრამ უკვე ყველას თავი მოაბეზრა.
ჯინსი + ბადე კოლგოტი
ჯინსის და ბადე კოლგოტის კომბინაცია მოდის სამყარო აავსო. ეს ტრენდი იმდენად აითვისეს, რომ უკვე ანტი ტრენდად იქცა.
რითი ჩავანაცვლოთ? მოდაში ერთი ფერის ჯინსი, რომელიც დახეული არაა. სწორ ჯინსებს არათანაბარი ბოლოებით ყურადღება მიაქციეთ.
წელის ჩანთა
წელის ჩანთა – ტრენდი, რომელიც ბევრმა სხვადასხვანაირად გაიგო. ვიღაც ასეთ ნივთს მოდურად თვლის, ვიღაცისთვის კი ვაჭრობასთან ასოცირდება. 2018 წლის მოდის ტრენდში წელის ჩანთა ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ ის ძალიან ბევრია.
რითი ჩავანაცვლოთ: პატარა „გაფორმებული“ ჩანთა. ასევე ყურადღება მრგვალი ფორმის ჩანთებს მიაქციეთ. ეს 2018 წლის must-have ნივთია.
„მოშიშვლებული“ კაბა
ყოველ მესამე ცნობილ ადამიანს ასეთი კაბა აცვია. თუ რამდენიმე წლის წინ ასეთი კაბა მოდის სამყაროში სიახლეს წარმოადგენდა, ახლა ის ძალიან მომრავლდა. თან ქალურად სულ არ გამოიყურება.
რითი ჩავანაცვლოთ? თუ ფორმების ხაზგასმა გსურთ, ყურადღება მიაქციეთ „კაბა-ფუტლარს“, „კაბა-ქალთევზას“ ან უჩვეულოდ აჭრილ კაბას.
ღამის პერანგის სტილი
ღამის პერანგი თეთრეულში არ აგერიოთ. ამ ნივთებით წითელი ხალიჩა არის ავსებული, თუმცა მისი დრო უკვე წარსულს ჩაბარდა და მსგავსი ტანსაცმელი დროა კვლავ საძინებელში დაბრუნდეს.
რითი ჩავანაცვლოთ? მსუბუქი oversize კოსტიუმით. კოსტიუმი მსუბუქი აბრეშუმის ან შიფონის პერანგით შეავსეთ.
ფოჩი
ფოჩი ჟილეტზე, ჩანთაზე, ფეხსაცმელზე. და ყველგან ერთ სტილში. ძალიან ბევრი ფოჩი, რომელიც ყველას თვალში ეჩხირება. რა საჭიროა ყველას მსგავსად ჩაიცვათ, თუ შეიძლება რომ ინდივიდუალური იყოთ?
რითი ჩავანაცვლოთ? თუ ფოჩიან ჩანთაზე უარს ვერ ამბობთ, უფრო ეფექტურ ჩანთებს მიაქციეთ ყურადღება.
საყურე-ფუნჯი
კიდევ ერთი ორაზროვანი ტრენდი. ვიღაც მის ფარდასთან ასოციაციას ახდენს, ზოგი კი თვლის რომ ეს ელეგანტური და ქალურია.
რითი ჩავანაცვლოთ: საყურე ჯაჭვით ან უჩვეულო გეომეტრიული ფორმის საყურეებით.
მოკლე ზედა და კაბები წინ თასმებით შეკრული
კიმ კარდიშიანის მსგავსი ტოპს ყველა იკერავს და ყველას ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა გოგოს არ უხდება.
რითი ჩავანაცვლოთ: თეთრი ბუნებრივი ქსოვილის ტოპით. ისინი ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხდება.
სათვალე-ავიატორი
პირველად სათვალე-ავიატორი RAY-BAN-მა 1938 წელს გამოუშვა. პოპულარობის პიკზე კი 4 წლის წინ იყო და ყოველი მოდის მიმდევარს ერთი ასეთი სათვალე მაინც ჰქონდა.
რითი ჩავანაცვლოთ: წვრილი და კუთხეებში აწეული სათვალეები წარმოუდგენლად აქტუალურია. შეგიძლიათ ასევე უჩვეულო ფორმის სათვალე შეარჩიოთ.
ჯინსზე და ქურთუკზე ნაქარგი
გასულ წელს დიზაინერებმა ყველაფერი ნაქარგებით მორთეს: ქურთუკი, ჯინსი, პერანგი, ქუდები და ფეხსაცმელიც კი. დროა, შევჩერდეთ. თუ ნაქარგიანი ნივთები გიყვართ, სასეირნოდ ან აგარაკზე გასასეირნებლად დაიტოვეთ.
რითი ჩავანაცვლოთ: ყურადღება ერთი ფერის ნივთებს მიაქციეთ. მთავარია – ყველაფერში ზომიერება დაიცვათ.
ფარფლებიანი ქუდი
კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ყველა მოდის მიმდევარს სურს რომ ჰქონდეს – ფარფლებიანი ქუდი. მათ სურთ და იყიდეს კიდეც. ასეთი ქუდები ყველას არ უხდება, მაგრამ მათ ვინ შეაჩერებს.
რითი ჩავანაცვლოთ: ფორმის ქუდი, ბერეტი ან ქუდი ნაკლებად გრძელი ფარფლით.
როგორი მოდური ტრენდი გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? ან როგორი მოგწონთ? რომელ ნივთს ატარებთ ხშირად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და გამოცდილება.