როიბუსის ჩაის სარგებელი და მისი გვლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

726

ეს წითელი ჩაი სამხრეთ აფრიკიდან არის. ჩვენ არ ვსაუბრობთ ყველა სახეობის წითელ ჩაიზე რომელსაც ყველა შევეჩვიეთ და რომელიც ფერს ფლავანოიდებისგან იღებს.როიბუსის წითელი ფერი ფერმენტაციის შედეგად წარმოიქმნება. ამის შემდეგ ის გამოსადეგია დაყენებისთვის, როგორც ცხელი ასევე ცივი სახით. ის არ შეიცავს კოფეინს და შესაბამისად ნერვულ სისტემასაც არ ასტიმულირებს. ის გვეხმარება ორგანიზმის მოდუნებასა და დაძინებაში.

როიბუსის ჩაის სარგებელი:

  1. ანტიოქსიდანტი. ეს ჩაი განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელთა შორისაც ქრიზოერიოლი უნდა გამოვყოთ. მისი თვისებები გასაოცარია.ის გვეხმარება ქოლესტერინის დონის შემცირებაში რაც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას. გარდა ამისა აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. თავისუფალი რადიკალების მოცილების შემდეგ, შეგვიძლია სუფთა და გლუვი კანითაც ვიამაყოთ.
  2. დახმარება არტერიული დაავადებებისა და დიაბეტის დროს. კვლევებმა მიგვიყვანეს დასკვნამდე, რომ ჩაიში არსებული ნივთიერებები არტერიული ანთების შემცირებაში გვეხმარება. ამ ჩაის მიღება შეამცირებს ათეროსკლეროზისა და დიაბეტის გაჩენის რისკს.ასპარიტინი, რომელსაც ასევე შეიცავს როიბუსი – ამცირებს გლიკემიას და გლუკოზის აუტანლობას.
  3. შარდმდენი. ის მსუბუქ გამხსნელ საშუალებად მიიჩნევა, როდესაც მას რეგულარულად ვიყენებთ – ვწმენდთ ნაწლავებს, რაც აუცილებელია სისხლის ხარისხის მხარდასაჭერად.
    როიბუსი გახდომაშიც გვეხმარება, განსაკუთრებით თუ სითხის შეკავება გაქვთ, ამ ჩაის მიღების შემდგომ დაინახავთ, რომ შეშუპება და ფეხების დასიება მნიშვნელოვნად შემცირდება.
  4. ანტიბაქტერიული. გახსოვთ რა ვთქვით ანტიოქსიდანტების შესახებ? მისი კიდევ ერთი დადებითი თვისება – იმუნური სისტემის გაუმჯობესებაა! ამიტომ გირჩევთ, ეს ჩაი სეზონური ცვლილებებისას მიიღოთ, ასეთ პერიოდებში ორგანიზმი შედარებით დასუსტებულია და მას საკვები დანამატები ესაჭიროება. შედეგად, გრიპით, გაციებით, ლარინგიტით და სხვა მსგავსით დაავადების რისკი შესამჩნევად მცირდება.
  5. გვეხმარება კბილებსა და ძვლებზე ზრუნვაში. მას ძლიერი მინერალები აქვს, ისეთი როგორიცაა კალცი, ფტორი და მაგნიუმი. ისინი ძლიერ გავლენას ახდენენ ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ახდენენ მათი სხვა პროდუქტებიდან ათვისების ოპტიმიზაციასაც.თუ როიბუსის ორ დადებით თვისებას: ანტიბაქტერიულობას და მინერალების შემცველობას გავაერთიანებთ, მივიღებთ არაჩვეულებრივ მოკავშირეს – კარიესთან და გინგივიტთან ბრძოლაში.
  6. სტრესის კონტროლი. დასაწყისში ვთქვით, რომ მასში კოფეინი არ არის. თუმცა მისი თვისებები ამ ასპექტში, გაცილებით შორს მიდიან, რადგან მაგნიუმი ღრმა ძილს უწყობს ხელს. შესაბამისად, ეს კარგად დასვენებაში გვეხმარება. როდესაც ძილზე ვსაუბრობთ, ხშირად საათებზე ვფიქრბთ, მაგრამ, მთავარი ხომ ხარისხია.

გაღვიძების შემდეგ ალბათ გქონიათ დაღლილობის შეგრძნება… სტრესის მქონე ადამიანებში ეს ძალიან გავრცელებულია. როიბუსის ჩაი კი ამ პრობლემს მოგვარებაში დაგეხმარებათ!