ძირთეთრა, სტაფილო და ჭინჭრისდედა სტენოკარდიისას დაგეხმარებათ.

7444

„გთხოვთ, ისეთი დაავადების შესახებ მიამბოთ, როგორიცაა „მკერდის გომბეშო“. მის სამკურნალოდ როგორი ხალხური მეთოდები არსებობს? პატივისცემით, ნ. მ.“

წერილს პასუხობს ლიუბოვ დუდჩენკო, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

„მკერდის გომბეშო“ – ასე უწოდებენ ხალხში სტენოკარდიას. ამ დაავადების მთავარი გამოვლენაა მოულოდნელი ტკივილი მკერდში, თითქოსდა მკერდს, გულს რაღაც მძიმედ კუმშავს. არატრადიციულ მედიცინას სტენოკარდიის საწინააღმდეგოდ ფიტოსაშუალებების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სტენოკარდიის დროს სამუდამო „მეგობრად“ უნდა აირჩიოთ სტაფილო, რომელიც სპაზმის მომხსნელ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. სტაფილო ქრონიკული კორონარული უკმარისობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა. დღის განმავლობაში 1 ჭიქა ახალ გაწურული სტაფილოს წვენი 0,5 ც/კ მცენარეულ ზეთთან ერთად დალიეთ ან 2 გახეხილი სტაფილო მცენარეულ ზეთთან ან არაჟანთან ერთად შეჭამეთ. მკურნალობის კურსი 1 თვე. 2 თვის შემდეგ მკურნალობა შეგიძლიათ გაიმეოროთ. სასურველია, წელიწადში 5 კურსი ჩაიტაროთ.

გულში ტკივილის დროს ეფექტურია ჭინჭრისდედას ბალახის ნახარში. 50-70 გრ დაქუცმაცებული ბალახი ემალის ქვაბში მოათავსეთ, 450 მლ წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. შემდეგ ღია ქვაბში სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ. გაგრილებამდე დააყენეთ და გადაწურეთ. მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ. ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 პერიოდი 5 დღის განმავლობაში, 2 პერიოდი 2-3 დღე.

ძალიან ეფექტურია თუთის ფესვი. 200 გრ ახალი ფესვი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და ემალის ქვაბში მოათავსეთ. 0,75 ლ წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. მაცივარში შეინახეთ. ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, 5 დღის განმავლობაში დალიეთ. 2-3 დღე შეისვენეთ. შემდეგ კურსი კიდევ 2-3-ჯერ გაიმეორეთ.

1 ჭიქა წყალს მწიკვი სააფთიაქო გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი და შავი ანწლის ყვავილი დაუმატეთ. აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. გადაწურეთ, გააგრილეთ და როგორც ჩაი დალიეთ.

სტენოკარდიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ძირთეთრა, რომელიც შეგიძლიათ უმი ან ხმელი სახით მიირთვათ, ჩაი მოადუღოთ და დღის განმავლობაში რამდენიმე ყლუპი დალიოთ.

კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს 1 ლ თაფლის, 5 თავი ნივრის და 5 ლიმონის ნარევს. ლიმონი ქერქთან ერთად და ნიორი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, თაფლს აურიეთ და თავსახური დაახურეთ. გრილ ადგილას შეინახეთ. 4 ჩ/კ ნარევი დღეში ერთხელ მიიღეთ, მიღებულ კოვზებს შორის შუალედი – 1 წუთი.

სტენოკარდიის დროს სოიოს და მისგან მომზადებული პროდუქტების მიღება სასარგებლოა. მოხარშვის წინ სოიოს მარცვლები 1 საათით წყალში ჩაალბეთ და სუსტ ცეცხლზე 5-6 საათით ხარშეთ. დღეში 100-150 გრ სოიო მიიღეთ. სოიოს რძე. 1 ჩ/კ სოიოს ფქვილი 0,5 ჭიქა წყალს აურიეთ. დღის განმავლობაში 1-1,5 ჭიქა სოიოს რძე დალიეთ.

მკურნალობის დროს მკაცრად აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლის მიღება, გაციება და გადატვირთვა. სტენოკარდიის მქონე პაციენტებმა მკურნალობის დროს ვეგეტარიანული დიეტა უნდა დაიცვან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს