საქართველოში წარმოუდგენლად პოპულარული წიწიბურას მარცვლეული ჯანმრთელობისთვის დიდ პოტენციურ სარგებელს ფლობს. ამასთან მისი ზოგიერთი თვისება შეიძლება მოულოდნელი მოგეჩვენოთ.
ერთ–ერთი ყველაზე მოულოდნელი თვისება: ის არა მარცვლეულის, არამედ ბალახების ოჯახს მიეკუთვნება. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პოპულარულ მარცვლეულში სიცოცხლის გახანგრძლივების თვისება აღმოაჩინეს. სამეცნიერო ჟურნალში Cereal Science სპეციალისტები საუბრობენ, რომ წიწიბურის მიღებით იწარმოება ცილა სირტუინი 1 (SIRT1), რომელიც ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას ზრდის.
მეცნიერებისთვის წიწიბურას სხვა სასარგებლო თვისებებიც ცნობილია:
გულის მუშაობას აუმჯობესებს. არსებობს კვლევის მონაცემები, რომ წიწიბურას ანთების, ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირება და ამით გულ–სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება შეუძლია. მეცნიერების თქმით, პოპულარული მარცვლეული შეიცავს ფიტონუტრიენტ რუტინს – ანტიოქსიდანტი, რომელიც მაღალი არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს.
გახდომას ხელს უწყობს. წიწიბურა მდიდარია ცილებით და უჯრედისით, რაც დიდი ხნით დანაყრების შეგრძნებას იძლევა. მისი დახმარებით ბევრს არ შეჭამთ და მიღებული კალორიების რაოდენობას შეამცირებთ.
საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ბევრი უჯრედისის შემცველობით წიწიბურა ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს, კუჭის სიმსივნეს და კუჭის ინფექციას თავიდან აგაცილებთ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწორ ფუნქციონირებას ხელს უწყობს.
დიაბეტს აფერხებს. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მონაცემებით, წიწიბურაში შემავალი ფიტონუტრიენტი რუტინი ფლობს დამცავ ეფექტს ინსულინის სიგნალის გადაცემის შენარჩუნებისას და ინსულინის რეზისტენტობას ებრძვის.
სიმსივნის რისკს ამცირებს. წიწიბურა შეიცავს კვერცეტინს და რუტინს – ეს მცენარეული ნაერთები–ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან, რომლებიც დნმ-ს აზიანებენ და სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას იწვევენ.
უსაფრთხოა გლუტენის მიმართ მგრძნობელობის დროს. წიწიბურა გლუტენს არ შეიცავს, რაც უსაფრთხოს ხდის ცელიაკიის ან გლუტენის მიმართ მგრძნობიარე ხალხისთვის. ამით თავიდან აიცილებთ საჭმლის მონელების პრობლემებს – ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
წიწიბურას ზიანი. სასარგებლო თვისებების გარდა წიწიბურას გვერდითი ეფექტიც აქვს. წიწიბურას ჭარბად მიღებით თქვენ რისკავთ მიიღოთ ალერგია მისი სპეციფიკური სიმპტომებით, მათ შორისაა შეშუპება, ჭინჭრის ციება და გამონაყარი კანზე.