ექიმ–გასტროენტეროლოგმა დიმიტრი ბორდინმა დაასახელა ყველაზე მარტივი მეთოდი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროულად აღმოსაჩენად. ექიმის თქმით, კოლორექტალური კიბოს დროულად დასადგენად კოლონოსკოპია ყველაზე ეფექტურია. სპეციალისტმა ამ პროცედურისთვის აუცილებელი პირობები დაასახელა.
ექიმმა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროულად აღმოჩენის ყველაზე მარტივ მეთოდზე რადიო სადგურთან „ამბობს მოსკოვი“ ისაუბრა. ბორდინი განმარტავს, რომ სიმსივნის ეს სახეობა ხუთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს შორის შედის. მისი თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა კოლონოსკოპიით შეიძლება. კოლონოსკოპია სამედიცინო პროცედურაა, რომელიც ნაწლავების პოლიპებში ავთვისებიანი სიმსივნის დადგენაში დაგეხმარებათ.
„პოლიპები ადამიანს 45-50 წლის შემდეგ ხშირად უჩნდება, ამიტომ პირველი მსგავსი გამოკვლევა ზუსტად ამ ასაკში უნდა ჩაიტაროთ“ – გვირჩევს ექიმი.
გასტროენტეროლოგი აღნიშნავს, რომ კოლონოსკოპია ოჯახში მსხვილი ნაწლავის სიმსივნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ. სპეციალისტი ხაზს უსვამს: თუ სისხლით ნათესავს ნაწლავების სიმსივნე ჰქონდა, ადამიანი რისკის ზონაში იმყოფება.
„კოლონოსკოპიის ჩატარებისას ორიენტაცია უნდა გქონდეთ იმაზე, თუ ნათესავს როდის აღმოუჩინეს სიმსივნე და ეს მანამდე 5-10 წლით ადრე ჩაიტაროთ“ – ამბობს ექიმი მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადების დროულად აღმოსაჩენად.