ექიმები გიზიარებენ მარტივ მეთოდს უძილობის დასამარცხებლად

871

ერთ–ერთი მარტივი მეთოდი უძილობის დასამარცხებლად, რომელიც ორგანიზმსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე დამღუპველ გავლენას ახდენს, ნუშის მიღებაა – ნუშის კაკალი და მისი ზეთი. რეცეპტს გვიზიარებენ ბრიტანელი სპეციალისტები National Sleep Foundation-იდან (ძილის ეროვნული ფონდი).

უძილობასთან შეგუება საჭირო არაა. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ უძილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე, არტერიულ წნევაზე, ხელს უწყობს გულის დაავადებებს. გამოცემა Express–სთან ექიმებმა დაასახელეს მარტივი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ უძილობის დამარცხებაში, დაძინების პროცესის და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში.

აი, ფონდის წარმომადგენლის რჩევა: ძილის წინ ცხვირში 2 წვეთი ნუშის ზეთი ჩაიწვეთეთ.

„კვლევამ დაადასტურა, რომ ზედიზედ 30 დღე მისი ინტრანაზალურად მიღება ნერვულ სისტემას აუმჯობესებს, დაძინებასა და ძილის მექანიზმებზე დადებით გავლენას ახდენს“ – აცხადებენ ისინი.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ნუშში შემავალი ნივთიერების (კერძოდ, მაგნიუმი) წყალობით მელატონინის, ძილის ჰორმონის, წარმოება აქტიურდება. ექიმების თქმით, თუ ზეთის მიღების მეთოდი მისაღები არაა, შეგიძლიათ ყოველდღე 10 ნუშის კაკალი შეჭამოთ.

თუ ძილის პრობლემები გაქვთ და ღამით უძილობა გაწუხებთ, ექიმები დაჟინებით გირჩევენ, რომ სხვადასხვა სასმელებიდან და პროდუქტებიდან მიღებული კოფეინის რაოდენობა გაანალიზოთ. მას ექიმები „კარგი ძილის ტიპიურ მკვლელს“ უწოდებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს