მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Medicalxpress–ში გამოქვეყნდა, არსებობს ნიშანი, რომ ადამიანის ცხოვრება ხანმოკლე იქნება – ესაა სისხლში რკინის ჭარბი რაოდენობა.
„სისხლში რკინის ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს და ადამიანის ცხოვრებას ამოკლებს“ – ამბობენ სამეცნიერო ნაშრომის ავტორები ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან.
რკინა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მინერალია ცხოვრების მხარდასაჭერად: ის ჟანგბადის გადამზიდი, წითელი სისხლის უჯრედების საწარმოებლად გამოიყენება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ამ ბუნებრივი ნივთიერების ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია – რკინის დეფიციტი იმუნური სისტემის დარღვევას, ხოლო სიჭარბე ღვიძლის უკმარისობას იწვევს.
მეცნიერებმა ახალი კვლევითი პროექტის დახმარებით, რომელშიც რამდენიმე მასშტაბური კვლევის მონაცემები გაანალიზეს, შეძლეს იმის თქმა, რომ რკინის ჭარბი შემცველობა ადამიანის ხანმოკლე ცხოვრების ერთ–ერთი ნიშანია.
„ადამიანები, რომელთაც ორგანიზმში რკინის ჭარბი შემცველობისკენ მიდრეკილება აქვთ, საშუალოდ სხვებზე უფრო ნაკლებს ცხოვრობენ“ – ამბობენ მკვლევარები.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, მეცნიერები მოგიწოდებენ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ დანამატი, რომელიც რკინას შეიცავს.