ასეთი სიმპტომების გამოვლენისას ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.
ექიმ–ონკოლოგმა, ივან კარასევმა თავის Instagram–ზე დაასახელა კუჭის წყლულის სიმპტომი, რომელსაც ბევრი შეცდომით გასტრიტად მიიჩნევს.
ესაა ჭამის შემდეგ უსიამოვნო მტკივნეული შეგრძნება მუცელში. მას ხშირად „შიმშილის ტკივილს“ უწოდებენ. მისი გამოვლენისას დაუყონებლივ ექიმთან უნდა წახვიდეთ და თვითმკურნალობას არ მიმართოთ.
კარასევი განმარტავს, რომ კუჭი შეიცავს მარილმჟავას, რომელიც საკვების დასაშლელად აუცილებელია. აგრესიულმა სითხემ თავად კუჭი რომ არ დააზიანოს, ორგანიზმი აწარმოებს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც დამცავ ფენას ქმნის. მისი დასუსტება კუჭის კედლების დაზიანებას, წყლულებს იწვევს.
თუ ექიმთან ვიზიტს გააჭიანურებთ, მოსალოდნელია გართულებები: სისხლდენა, წყლულის პერფორაცია და ბევრი რამ, მათ შორის სიმსივნე.
წყლულის დადგენა მხოლოდ ენდოსკოპიით შეიძლება. ეს არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ საჭირო პროცედურაა, რომელიც წყლულის ზომის და დაავადების გართულებების დადგენაში დაგეხმარებათ.