კალიკარპას ფოთლების ექსტრაქტი ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის დამარცხებაში დაგეხმარებათ

1183

მეცნიერებმა კალიკარპას (ლამაზნაყოფას) ფოთლებში აღმოაჩინეს ნაერთი, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე სტაფილოკოკის ბაქტერიებთან ბრძოლაში მედიკამენტების მოქმედებას აძლიერებს. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მცენარეული ნაერთი ოქსაცილინთან ერთად მუშაობს და Staphylococcus aureus-ში მეთილიცინის მიმართ გამძლეობას ამცირებს.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ კალიკარპას ფოთლების ექსტრაქტი კოღოებს და ტკიპებს აფრთხობს. ასევე დადგენილ იქნა, რომ ისინი აკნეს გამომწვევი ბაქტერიების ზრდას აფერხებენ.

ბოლო კვლევების ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაერთი, რომელიც სტაფილოკოკის ზრდას ოდნავ აფერხებს. ეს ნაერთი მიეკუთვნება ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც დიტერპენოიდ კლეროდანი. მათგან ზოგიერთს მცენარეები მტაცებლების დასაფრთხობად იყენებენ.

ნაერთმა სტაფილოკოკი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეაფერხა, ამიტომ მეცნიერებმა მისი ბეტა–ლაქტამების ანტიბიოტიკებთან შეერთება გადაწყვიტეს. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ფოთლების ნაერთები ანტიბიოტიკებთან ერთად  წამლის მიმართ სტაფილოკოკის წინააღმდეგობას ამცირებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს