12 ნივთი, რის გამოც თქვენი სტილი „იაფფასიანი“ ჩანს

2641
12 ნივთი, რის გამოც თქვენი სტილი „იაფფასიანი“ ჩანს
12 ნივთი, რის გამოც თქვენი სტილი „იაფფასიანი“ ჩანს

სტილი შეიძლება ნებისმიერი იყოს: თავშეკავებული და მეამბოხე, იდეალური და არეული. არავის სურს ზუსტად „იაფფასიანად“ გამოიყურებოდეს. აქ საქმე ნივთის ღირებულებას არ ეხება.  ხშირად სახელის „მოდური ნივთი“ მიღებაში მცირე დეტალები ხელს გვიშლის.

დღეს გთავაზობთ დეტალების კოლექციას, რომლებიც დროა გადაყაროთ.

  1. გაუმართლებელი ბრწყინვალება

ბრწყინვალე დეკორს შესაბამისი ფონი სჭირდება: ხარისხის, სტილის და აზრის მიხედვით. ყოველდღიურ და სპორტულ ტანსაცმელს ასეთი „ბრილიანტის“ დეკორები არ უხდება.

ბრწყინვა არ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ გონივრულად და შემოქმედებითად.

  1. გაყალბებული ბრენდული ნივთები

მწარმოებლები მათ სამარცხვინო სიტყვებს ეტყოდნენ. არაფრის მთქმელი ასოები L და V, რომელთაც ფრანგულ მოდასთან საერთო არაფერი აქვთ.

ალტერნატივა: კარგად შესრულებული უსახელო ნივთები ბიუჯეტს და მოდის რეპუტაციას იცავს.

  1. ხაზების დისონანსი

წინწკლები + ზოლები, ეს წარუმატებელი სტილის ერთ-ერთი მაგალითია. ყვავილებიანი, გეომეტრიული და სხვა პრინტები ყურადღების გაყოფას ვერ იტანენ.

სწორად როგორ მოვიქცეთ? რამე მონოქრომულთან ან მასთან შინაარსობრივად ახლო ნივთთან ერთად ატარეთ – ასე უფრო მომგებიან ლუქს შექმნით.

  1. თეთრი ფეხსაცმელი

ის, რაც კეტების და ბოტოსებისთვის მისაღებია, ქუსლიანი ფეხსაცმლისთვის მისაღები არაა. აი, ასეთი დისკრიმინაცია. ახლა პატარძლებიც კი თეთრ ფეხსაცმელზე უარს ამბობენ, ხოლო საქორწილო სტილის გარეშე უბრალო სტილს ქმნის. ამ უბრალოებაზე თამაში – მთელი ხელოვნებაა.

წაუგებელი ვარიანტი – ხორცისფერი. ისინი ნებისმიერ ფერს უხდება და ელეგანტურობას ხაზს გაუსვამს.

  1. „სუსტი რგოლი“

ზოგიერთ ქსოვილს მაქსიმალიზმი სჭირდება: თუ ხარისხიან ნივთს ვერ ყიდულობთ – იაფფასიან ანალოგზე უარი თქვით.  ამის მაგალითია – მაქმანი. იაფფასიანი ვერსი მალე ფუჭდება და მფლობელის ნაკლს ხაზს უსვამს.

სწორი დოზირება: მაქმანი მაინც გიზიდავთ? დაე გარდერობში დარჩეს, მაგრამ ცალკე სახით. ბოლომდე მაქმანით შესრულებული ნივთი უმჯობესია სურვილების სიაში არ გქონდეთ.

  1. არაბუნებრივი ფერი

განსაკუთრებით „მჟავისფერი“. ისინი თემატური საღამოსა და კლუბებისთვის კარგი ვარიანტია. მაგ.,90-იანი წლების სტილში. სხვა ელფერი წამგებიანია.

რა გავაკეთოთ? წაუგებელი ვარიანტი – კეთილშობილური ფერის ტანსაცმელი. თუ ნათელ ფერებზე უარს ვერ ამბობთ, გარდერობიდან „მჟავე“ ფერების შემცირება მაინც დაიწყეთ.

  1. ძვირადღირებული აქსესუარი

კერძოდ, მათი სიჭარბე და არაბუნებრიობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩამოკიდებულ ოქროს ძეწკვის მსგავსი ბიჟუტერია გიკეთიათ. ყველა აქსესუარის ერთდროულად „გასეირნების“ სურვილი იმწამსვე გასცემს…არა ელეგანტურ ქალს.

კომპრომისული ვარიანტი ყოველდღიურობისთვის – ხარისხიანი ბიჟუტერია. დიახ,  პატარა საყურეები უფრო მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ როცა სასურსათო მაღაზიაში წასვლას აპირებთ, ან პარკში გასეირნებას.

  1. არაკომფორტული ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – ეს მოდური და ქალურია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კომფორტის მსხვერპლად გაღება არ გიწევთ. დღის შუქი ბრწყინვალებას ვერ იტანს: თითქოსდა მეტი არაფერი გაქვთ ჩასაცმელი.

სიმარტივის არ შეგეშინდეთ: შეეგუეთ და საყვარელი კეტები გარდერობიდან გამოიღეთ.

  1. ტანსაცმელი „სხვისი მხრებიდან“

ტანსაცმელს მხოლოდ S ზომა არ აქვს, სხეულის ფორმები იცვლება ამაში უჩვეულო არაფერია. ძალიან მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმით კი შეცდომას უშვებთ. ძალიან ფართო ტანსაცმლის შერჩევის დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ.

რისი გვეშინოდეს? „სოსისის“ ეფექტი და უფორმო სხეული.

  1. ულტრამოდური ნივთები ძველი კოლექციებიდან

მოდური ჰიტის შეძენა გადაწყვიტეთ – მათთან ხშირი ურთიერთობა არ დაამყაროთ. დაე, ეს ნათელი, სეზონური რომანი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ გარდერობს 100 წელში ერთხელ აახლებთ.

როგორ დავრჩეთ ტრენდული? თუ გარდერობის განახლების საშუალება არ გაქვთ, კლასიკური სტილი და ფერები აირჩიეთ. ეს წესი ყოველთვის მუშაობს.

  1. წინდა-მოღალატე

ხარისხის გარდა წინდას მოკრძალებულობა მოეთხოვება. წინდის რეზინა არ უნდა ჩანდეს. მბრწყინავი კოლგოტი-წინდი – მოღალატეა, რომელიც არა ვაუ-ეფექტს ქმნის.

რა ავირჩიოთ? – არანაირი მბზინავი – მხოლოდ გლუვი.

  1. „საჯარო“ საცვალი

ზოგჯერ საცვალი თვალსაჩინოა და ყველას ყურადღებას იპყრობს. ამას პიკანტურად თვლით? თქვენი მოსაზრება სწრაფად დააფორმატეთ!

ქვედა საცვლების და ბიუსჰალტერის დეტალები დამალეთ. თუნდაც ძალიან ლამაზი იყოს. შეიძლება ვარსკვლავების სტილს მივყვეთ, მაგრამ ასეთი სტილი ყოველდღიურობისთვის მისაღები არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს