საუკეთესო რეცეპტები ხელის კანის გასაგლუვებლად

5921

ხელის კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან ყოველთვის მხედველობის არეშია. ტყუილად არ ამბობენ, რომ ქალის ხელით მისი ასაკის გამოთვლა შეიძლება. ხელებისთვის ახალგაზრდობის დაბრუნება რთული არაა და დღეს გასწავლით როგორ!

ხელის კანს ძალიან მცირე ცხიმოვანი საფარი აქვს და, შესაბამისად, კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები დარღვევას იწყებს, სიბერის ეფექტი უფრო შესამჩნევი ხდება.

მუდმივი დაბანა და სხვადასხვა ქიმიკატების ზემოქმედება მასზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხელის კანს დამატებითი ზრუნვა სჭირდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ კვერცხის ცილა ელასტიკურობის აღდგენას ხელს უწყობს. ეს ძალიან მარტივია – კვერცხის ცილა 1 ს/კ თაფლს აურიეთ. ნარევი ხელზე წაისვით და გაშრობა აცადეთ. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ცოტა ქოქოსის ზეთი წაისვით. შედეგს მაშინვე შეამჩნევთ.

კარტოფილი თქვენს ხელებს ძველებურად გლუვს გახდის. რამდენიმე კარტოფილი მოხარშეთ და ჩანგლით დაჭყლიტეთ. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, თაფლი და რძე დაუმატეთ. ნარევი მაცივარში შეინახეთ. ნარევი კვირაში 2–3–ჯერ წაისვით და ხელებზე დაახლოებით 15 წუთით გაიჩერეთ.  თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასკილის ზეთი ელასტიკურობის და ახალგაზრდობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ, ეს ზეთი ძალიან მკვებავია. ხელები ამ ზეთით ყოველდღე დაიმასაჟეთ და არ ჩამოიბანოთ.

ლიმონი და შაქარი. ცოტა ლიმონის წვენი ამავე რაოდენობის შაქარს აურიეთ და ნარევი ხელზე წაისვით, რომ სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ. ხელები ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ.

ნუშის ზეთი. ნუშის ზეთი ხელის კანზე წაისვით, შემდეგ ხელები ცივ წყალში 5 წუთით ჩაყავით. ამის შემდეგ ცხიმიანი კრემი წაისვით. ბამბის ხელთათმანები გაიკეთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ხელები სრულად დატენიანებული იქნება.

ასევე კარგია ხელზე ცოტა ვაზელინის გამოყენება, მასაჟის გაკეთება და მთელი ღამით ბამბის ხელთათმანების გაკეთება.

ძალიან ცხელი წყლის გამოყენებას მოერიდეთ, რადგან მას ხელის კანის გაუწყლოება შეუძლია. ამის ნაცვლად თბილი ან ცივი წყალი გამოიყენეთ.

ხელები სიცივისგან დაიცავით. ყოველთვის ხელთათმანები გაიკეთეთ, როცა ქუჩაში სიცივეა, რადგან ხელის კანი ყველაზე მეტად დაუცველია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს