ინტერნეტ სივრცეში ბევრ რჩევას იპოვით, თუ როგორ გახადოთ სახის კანი უფრო ახალგაზრდული, სუფთა და ხავერდოვანი. ზოგი ხელის კრემის წასმას გვირჩევს, რადგან ის უფრო ცხიმიანია და ნაოჭებს ასწორებს. სხვები – აკნეს სპირტის შემცველი საშუალებით კურნავენ, რომლებიც კანს აშრობენ. მესამე ჯგუფი შავი წერტილების მოსაშორებლად სახეს საპნით იბანს. დერმატოლოგები გაფრთხილებენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მათ დაასახელეს 7 პროდუქტი, რომლის სახეზე წასმა არ ღირს, თუ ექიმთან გრძელ რიგში ყოფნა არ გსურთ.
1. სპირტის შემცველი საშუალება
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება სპირტის შემცველი საშუალებით გსურთ, არაფერი გამოგივათ. ის ჯერ კანს გამოაშრობს, შემდეგ კანის ცხიმი უფრო ინტენსიურად წარმოებას დაიწყებს. ამასთან ზედაპირი ანთების მიმართ დაუცველი გახდება.
2. ვაზელინი
ვაზელინი ჭრილობებს და ნაკბენს უმკლავდება, ასევე სიმშრალის გაქრობა შეუძლია. თუმცა მგრძნობიარე სახის კანზე მისი წასმა რეკომენდებული არაა. ის ფორებს ავსებს და აბინძურებს.
3. მინერალური ზეთი კოსმეტიკაში
„მინერალურ ზეთს ფორების ჩაკეტვა შეუძლია. შედეგად, ეს გამონაყარს, შავ წერტილებს და თეთრ აკნეს გამოიწვევს“ – ამბობს დენდი ენგელმანი, მანჰეტენის დერმატოლოგიის და კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკის ექიმი. პროდუქტის შემადგენლობაში მინერალური ზეთის არსებობის შესამოწმებლად ეტიკეტზე ეძებეთ წარწერა Liquid paraffin (თხევადი პარაფინი), paraffin oil და paraffinum liquidum (პარაფინის ზეთი), petrolatum liquid და petroleum oil (თხევადი ვაზელინი), white oil (თეთრი ზეთი) ან mineral oil.
4. წყალბადის ზეჟანგი
ალბათ, სახლის ნიღბების რეცეპტების შემადგენლობაში წყალბადის ზეჟანგის ხსნარი არა ერთხელ გინახავთ. სამწუხაროდ, ის აკნეს და პიგმენტაციას ვერ მოგაშორებთ. ამის ნაცვლად კანის „დაწვა“ და აქერცვლის გამოწვევა შეუძლია.
5. საპონი
საპონს ტუტუ ბაზა აქვს, ამიტომ მისით დაბანა მჟავე ბალანსს არღვევს. ის მნიშვნელოვანია სასარგებლო მიკროფლორის შესანარჩუნებლად, რომელიც კანს მავნე მიკრობების და გარემოს ზემოქმედებისგან იცავს. საპნით ხშირი დაბანა სიმშრალეს, აქერცვლას და გამონაყარს იწვევს.
6. სკრაბი აბრაზიული ნაწილაკებით
„ადამიანების უმეტესობას არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ აბრაზიული ნაწილების შემცველი სახის სკრაბი გამოიყენოს“ – ამბობს კოსმეტოლოგების უმრავლესობა. ასეთი სკრაბი სახის ნაზ კანს აზიანებს. თუ ადამიანს აკნე აქვს, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. კანის გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, სპონჟები და კრემის შემცველი სკრაბები გამოიყენეთ. მჟავე პილინგებს შესანიშნავი ეფექტი აქვთ, რომლებიც კანის მკვდარ ნაწილებს აშორებენ.
7. სხეულის სხვა ნაწილისთვის განკუთვნილი კრემი
თუ თვლით, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი კრემი მარკეტინგული ხრიკია, ცდებით. ადამიანის სხეულზე კანი ყველგან ერთნაირი არაა. მაგალითად, ხელზე უფრო უხეში და ხისტია, ვიდრე სახეზე, ასევე ხელის კანი სარეცხი და საწმენდი საშუალებებით და გარე ფაქტორებით ხშირად ზიანდება. სახის კანი მგრძნობიარეა და ხელის ცხიმიანი კრემი არ უხდება. შეგიძლიათ ყურადღება შემადგენლობას მიაქციოთ – ის სრულად განსხვავებულია. ხელის კრემში დამარბილებელი ნივთიერებების უმეტესობა შეიძლება სახის შეშუპების მიზეზი გახდეს, ხოლო გლიცერინის დოზის გაზრდა სახის კანს გამოაშრობს.
ეს 7 საშუალება სახის კანზე არ წაისვათ, თუ შემდეგ შედეგებთან ბრძოლა არ გსურთ. სტატია მეგობრებს გაუზიარეთ – დაე, მათ მსგავსი შეცდომები არ დაუშვან.