ნატურალური საშუალება მაღალი წნევის საწინააღმდეგოდ. რომელი ზეთია განსაკუთრებით ეფექტური

1179

მაღალი წნევის დროს დამხმარე, ნატურალურ საშუალებებს შორის გამოიყოფა ნუშის ზეთი, რომელიც გულ–სისხლძარღვთა გამაჯანსაღებელი ძლიერი ანტიოქსიდანტით, E ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია.

მაღალი არტერიული წნევა გავრცელებული დარღვევაა, რომელიც სახიფათო პრობლემების რისკს ზრდის, მათ შორისაა გულის შეტევა და ინსულტი. დიდი ბრიტანეთის სპეციალისტები გამოცემასთან Express Health საუბარში აცხადებენ, რომ ადამიანის რაციონი მის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, სიმპტომებს აუარესებს ან აუმჯობესებს. ცნობილია, რომ დიეტა ახალი ხილით, ბოსტნეულით, მარილის შეზღუდვით ჰიპერტონიის დროს დაგეხმარებათ. მაგრამ რომელია განსაკუთრებით ეფექტური მცენარეულ ზეთებს შორის?

ექსპერტების თქმით, ესაა ნუშის ზეთი, ნამდვილად ნატურალური საშუალება, რომელიც მაღალ წნევას ამცირებს.

„დიდი რაოდენობით ნუშის ზეთის მიღება ჰიპერტონიის და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. ეს უნივერსალური ცხიმია, რომელიც შეგიძლიათ საკვებ პროდუქტად ან კოსმეტიკურ საშუალებად გამოიყენოთ“ – გვიზიარებენ ექიმები.

მათი თქმით, ნუშის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტის, E ვიტამინის, შესანიშნავი წყაროა. E ვიტამინი უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომელთა სიჭარბე მჟავე დაზიანებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს, მათ შორის ზოგიერთი სახის სიმსივნეს, კატარაქტს და ჭკუასუსტობას იწვევს. ბოლო დროს ექიმები აქტიურად განიხილავენ საკითხის, მჟავე სტრესი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი თუ მეორადი მიზეზია. არსებული მონაცემებით, მისი გავლენის ქვეშ შეიძლება განვითარდეს ათეროსკლეროზი, იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, გულის ჰიპერტროფია, გულის უკმარისობა.

ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ნუშის ზეთის მიღება მსგავსი პათოლოგიების გამოვლენას მნიშვნელოვნად ამცირებს.

„გულის ჯანმრთელობის და სისხლის წნევის დარეგულირების გარდა, ზეთი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, რაც ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად სასარგებლოა. მნიშვნელოვანია, რომ არ შეწვათ, რადგან ასე მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებები დაიკარგება“ – გვაფრთხილებენ სპეციალისტები.