დერმატოლოგი ძალიან ძლიერი და სუნიანი ოფლის შესაძლო მიზეზებს ასახელებს 

2217

ძალიან ძლიერ სუნიანი ოფლის მოვლენას „ბრომიდროზი“ ეწოდება და მიზეზის პოვნა ხშირად შეუძლებელია. ამის შესახებ ანასტასია უგრიუმოვა, ევროპული სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგი, საუბრობს.

ექიმ–დერმატოლოგის თქმით, ოფლდენა ადამიანის სხეულის ბუნებრივი პროცესია, რომელიც მას მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, მაგრამ ზოგჯერ ოფლი ჭარბი (ჰიპერჰიდროზი) ან ძალიან სუნიანი ხდება. უგრიუმოვას თქმით, ხშირად ჭარბოფლიანობა ან უსიამოვნო „არომატის“ ოფლი უბრალოდ ორგანიზმის განსაკუთრებულობაა და არა პათოლოგია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. დერმატოლოგი აღნიშნავს, თუ ადამიანი მოზარდობის ან 25 წლის ასაკიდან აქტიურად ოფლიანობას, ეს უფრო ფიზიკური მონაცემებია.

სპეციალისტი განმარტავს, რომ ოფლს ცუდ სუნს ანიჭებს ამიაკის მსგავსი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ოფლსადენ მიდამოში, კანზე მდებარე ბაქტერიების მოქმედების შედეგად. ჭარბოფლიანობის დროს ადამიანებს ხშირად ბრომიდროზისკენ მიდრეკილება აქვთ, რადგან მათზე სუნიანი ნივთიერებების წარმომქმნელი ბევრი ბაქტერია ხვდება.

ზოგჯერ ოფლის ძალიან ძლიერი სუნი დაკავშირებულია არა მის რაოდენობასთან, არამედ იმასთან, რომ სხეული აპოკრინულ საოფლე ჯირკვლებს ფლობს, რომლებიც სითხის ნაცვლად ცხიმს გამოყოფენ.

დერმატოლოგი გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რომელ ასაკში წარმოიქმნა ძალიან ძლიერი ოფლიანობის პრობლემა. თუ 25 წლის შემდეგ, ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება რაიმე დაავადება იყოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, ოფლიანობა ღამით თუ ვლინდება, დამატებით წონაში კლება და თავბრუსხვევა თუ ახლავს.

„დაავადება და მდგომარეობა, რომლებიც ჭარბ ოფლიანობას იწვევენ, უამრავია: მენოპაუზიდან დაწყებული ტუბერკულოზით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ექიმს უნდა მიმართოთ და მიზეზი გაარკვიოთ და სიმპტომებს თავად არ ებრძოლოთ“ – გირჩევთ ექსპერტი.

უგრიუმოვა ამატებს, რომ უსიამოვნო სუნის ოფლი შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მთელ სხეულზე იგრძნობა და არა მხოლოდ ფეხებსა თუ იღლიებში. ხშირად უსიამოვნო სუნი კვებას, რაციონში ნივრის, ხახვის და ალკოჰოლის არსებობას უკავშირდება.

ოფლიანობაზე მედიკამენტების მიღებამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს.

სპეციალისტის აზრით, უსიამოვნო სუნის დროს ჰიგიენა სიტუაციას აუმჯობესებს: სხეულის პრობლემური ადგილები რეგულარულად უნდა დაიბანოთ, მათგან თმა უნდა მოიშოროთ. რეკომენდებული არაა ერთი და იგივე ფეხსაცმლის ორჯერ ზედიზედ ჩაცმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს