მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ღვიძლს აზიანებენ

1663

ესპანელი მეცნიერები იტყობინებიან, რომ ზოგიერთ კვების პროდუქტს ღვიძლის მუშაობის გაუარესება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში გაარკვიეს, რომ არსებობს 2 პროდუქტი, რომელთაც არა მხოლოდ ღვიძლის ანთების, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სირთულეების გამოწვევაც შეუძლიათ. მაგალითად, ასეთ უარყოფით თვისებებს ფლობს თევზის ქონი და მზესუმზირას ზეთი, თუ მათ რეგულარულად მოიხმართ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ პროდუქტებში შემავალ ნივთიერებებს ღვიძლის დაზიანება შეუძლიათ. ცდების შედეგად მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ თევზის ქონმა ღვიძლის ტელომერის სიგრძე შეამცირა, ხოლო მზესუმზირას ზეთმა გასქელება გამოიწვია და ქსოვილების შეხორცების პროცესი შეასრულა. ამასთან ზეითუნის ზეთმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი ზიანი არ გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას “actualnews.org“ ავრცელებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს