მაღალი წნევის საწინააღმდეგო საშუალება. 1 ჭიქა წყალს 2 მინერალი აურიეთ

10041

მაღალი წნევის დროს ერთ-ერთი მარტივი საშუალება შეიძლება იყოს ჭიქა წყალში არეული 2 მინერალი – კალციუმი და მაგნიუმი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ.

მაღალი არტერიული წნევა ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს მდგომარეობა შეიძლება საკმაოდ მარტივი საშუალებით შეცვალოთ. მათი რჩევა, რომელსაც დამწყები ჰიპერტონიის დროს დახმარების გაწევა შეუძლია, ასეთია: 1 ჭიქა სასმელ წყალში კალციუმი და მაგნიუმი აურიეთ.

ექიმები ეყრდნობიან კვლევას, რომლის ფარგლებშიც ადამიანის ჯანმრთელობაზე სასმელის წყლის წყაროების გავლენა შეისწავლეს ბანგლადეშის რაიონში, რომელიც ზღვის წყლის შეღწევით დაზიანდა. კვლევის ავტორებმა იმ ადამიანების არტერიული წნევის დონე შეადარეს, ვინც მარილიან და მტკნარ წყალს სვამდნენ.

აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებიც ზღვის წყლის გამო მარილიან სითხეს სვამდნენ, უფრო დაბალი არტერიული წნევა ჰქონდათ. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს შესაძლებელი გახდა წყალში 2 მინერალის, კალციუმის და მაგნიუმის, არსებობით.

„კალციუმი და მაგნიუმი დამცავ ნივთიერებებს წარმოადგენენ. ისინი არტერიულ წნევაზე ნატრიუმის მავნე გავლენას აფერხებენ და წნევას ამცირებენ“ – ამბობენ ისინი.

კვლევის წამყვანი ავტორი და ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა) როლინსის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი, აბუ მუჰამედ ნასერი აღნიშნავს, რომ არსებობს სხვა კვლევებიც, რომლებიც არტერიული წნევის შემცირებაზე 2 ზემოთ აღნიშნული მინერალის თვისებებს აჩვენებენ. წნევის შემცირება საკმაოდ მოკრძალებული იყო: სისტოლური არტერიული წნევის საშუალო დონე ადამიანებში, რომლებიც მინერალებიან წყალს სვამდნენ, 1,55 მმ.ვწყ.სვ.-ზე დაბალი იყო, დიასტოლური – 1,26 მმ.ვწყ.სვ.-ზე დაბალი. თუმცა მეცნიერი აღნიშნავს, რომ არტერიული წნევის თანმიმდევრულად მცირე ვარდნაც კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„თუ თქვენ წყალში კალციუმს და მაგნიუმს აურევთ, დიდი ალბათობით მათი ათვისება უკეთ მოხდება, ვიდრე საკვებიდან, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ათვისებას აფერხებენ“ – ამატებს ექიმი ნასერი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს