ექიმ-დიეტოლოგმა გრიგორევმა დაასახელა პროდუქტები თუთიის დეფიციტის შესავსებად

1011

სეზამის და გოგრის თესლი, კაკაო და ქათმის კვერცხი ორგანიზმში თუთიის დეფიციტის შესავსებად სასარგებლო პროდუქტებია. თუთია მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ექიმ-დიეტოლოგი ნატალია გრიგორევი ჟურნალთან Marie Claire ინტერვიუში საუბრობს.

გრიგორევმა თუთიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად პროდუქტები დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს მინერალი ანტიოქსინდანტებს ააქტიურებს, უჯრედების ცვლას არეგულირებს, ცილების სინთეზსს და A,D,E ვიტამინების ათვისებას ხელს უწყობს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

დიეტოლოგის თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც თუთიის დეფიციტს თავიდან აგაცილებთ, კაკაოა.

„მნიშვნელოვანია, რომ ფხვნილში კაკაოს შემადგენლობა მინიმუმ 75% იყოს. კაკაოს სასმელი შეგიძლიათ მცენარეული რძით, მაგალითად, ნუშის ან ქოქოსის რძით მოამზადოთ“ – აღნიშნავს გრიგორევი.

ასევე ექიმ-დიეტოლოგი გირჩევთ სეზამის და გოგირდის თესლის მიღებას: 100 გრ თესლი 7,7 მილიგრამამდე თუთიას შეიცავს. გარდა ამისა, თუთიის მდიდარი წყაროა ძროხის ხორცი – ერთი პორცია ორგანიზმს თუთიის დღიურ ნორმას, ასევე რკინას და სხვა მნიშვნელოვან მიკროელემენტებს აწვდის.

დამატებით, თუთიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად გრიგორევი გირჩევთ, რაციონში ჩართოთ ინდაურის ხორცი, ქათმის კვერცხი (აუცილებლად გულიანად), ძროხის ენა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს