ტკბილეულის სია, რომელიც დიეტაზე ყოფნის დროსაც ნებადართულია

2994

წონაში დაკლების მსურველებსაც შეუძლიათ ტკბილეულზე უარი არ თქვან იმ პირობით, თუ დესერტი არ შეიცავს ტრანსცხიმებს, სხვა მავნე კომპონენტებს და ორგანიზმს სარგებელს მოუტანს.

სპეციალისტებმა ჩამოთვალეს ტკბილეული, რომელიც ნებადართულია მათთვისაც კი, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. ამის შესახებ გამოცემა „ქრონიკა. ინფო“ წერს. ერთ-ერთი ასეთი ტკბილეულია ჩირი. ის ტკბილი გემოს წყურვილს კარგად კლავს და ამავდროულად ორგანიზმს ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალს და ვიტამინს აწვდის. მთავარი პირობა: დღეში მაქსიმუმ 30 გრ მიიღეთ. დიეტოლოგები ჩირის ნელა ჭამას გირჩევენ – ასე გემოთი დატკბობის და დანაყრების შეგრძნების საშუალება გექნებათ.

მეორე ტკბილეული, რომელიც გახდომის მსურველებისთვის ნებადართულია, – მარმელადი. ხარისხიანი პროდუქტი პექტინების მდიდარი წყაროა, რომელიც ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს, კუჭის მოქმედებაზე დადებით გავლენას ახდენს. პექტინი მოქმედებს როგორც სორბენტი, რომელიც ორგანიზმში არასასურველ ნაწილებს აგროვებს და გამოდევნის. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, პექტინი სიმსივნის უჯრედების განვითარებას აფერხებს.

თათარა და ზეფირი ასევე შეიცავს პექტინების ნაერთებს, რომელთაც საჭმლის მომნელებელი ორგანოების გაღიზიანების შემცირება შეუძლიათ. როგორც მარმელადი, ამ ტკბილეულს რაც შეიძლება ნატურალური შემადგენლობა უნდა ჰქონდეს, ხელოვნურ კონსერვანტებს და საღებავებს არ უნდა შეიცავდეს. იდეალური იქნება, თუ დესერტებს თავად მოამზადებთ. მათი მიღების დროს ზომიერება უნდა დაიცვათ.

კიდევ ერთი სასარგებლო ტკბილეული – მუქი სახეობის შოკოლადი. რაციონში მათი დამატებით ფლავონოიდების მიღებას შეძლებთ: ეს ანტიოქსიდანტები ანთებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და სიმსივნის განვითარებას ეფექტურად ებრძვიან. დღეში 30 გრამამდე მუქი შოკოლადის მიღება შეგიძლიათ წონაში კლების დროსაც მიირთვათ და შედეგებზე არ იფიქროთ. ცოტა რძიანი შოკოლადიც საზიანო არაა: მასშიც შედის ანტიოქსიდანტების ნაერთები, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს