ექიმ-დიეტოლოგმა დაასახელა შესაფერისი და მავნე პროდუქტები დიაბეტის დროს

1660

ცხოველური წარმოშობის ცილები, ცხიმების და ნელი ნახშირწყლების წყაროები დიაბეტის დროს შესაფერის კვების პროდუქტებს მიეკუთვნება. ფრუქტოზით და ლაქტოზით მდიდარი პროდუქტები, პირიქით, საზიანოა.

ექიმ-დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი, ნატალია ბელიაევა გამოცემაში „კომსომოლსკაია პრავდა“  დიაბეტის დროს შესაფერის და მავნე პროდუქტებს ასახელებს. ექსპერტის თქმით, შესაფერისია პროდუქტები, რომლებიც სისხლში შაქრის მკვეთრ ცვლილებებს და ინსულინის აფეთქებას არ იწვევენ. ესაა შემდეგი კატეგორიები:

  • ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცილები: ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, ყველი, ხაჭო, პარკოსანი პროდუქტები.
  • ცხიმების შემცველი: კარაქი, არაჟანი, ხაჭო, მცენარეული ზეთი, კაკალი, თესლი.
  • უჯერი ნელი ნახშირწყლები და უჯრედისი: ბოსტნეული, მწვანილი, მთელი მარცვლეული.
  • სანელებლები, სუნელები.

რაც შეეხება დიაბეტის დროს მავნე პროდუქტებს, ბელიაევა აღნიშნავს: პირველ რიგში, ამ დაავადების დროს უარი უნდა თქვათ სწრაფ ნახშირწყლებზე, რომლებიც სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ზრდას ხელს უწყობენ.

„ფქვილიანი ნაწარმი, შოკოლადი, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი, თერმულად დამუშავებული ჭარხალი და სტაფილო სისხლში გლუკოზის სწრაფ ზრდას იწვევენ და დიაბეტიკებმა მათზე სჯობს უარი თქვან“ – განმარტავს ექიმ-დიეტოლოგი.

ასევე მავნე შეიძლება იყოს ფრუქტოზას (ხილის შაქარი) და ლაქტოზას (რძის შაქარი) შემცველი პროდუქტები. ბელიაევა განმარტავს, რომ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს რძე და რძემჟავა პროდუქტები დღეში მაქსიმუმ 100 მლ უნდა მიიღოთ. დიაბეტიკებისთვის ფრუქტოზის ლიმიტი – 15 გრ დღეში. ექიმი განმარტავს, რომ დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ ცოტა თაფლი, ჩირი, კენკრა და უტკბილო ხილი მიიღონ. მათთვის ტკბილი ბანანი, მსხალი, ყურძენი მავნეა და არ უნდა მიიღონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს