ბრიტანული ცენტრის Cambridge Weigth Plan დიეტოლოგები გიამბობთ, როგორ დაიკლოთ წონაში 2 კვირაში.
პირველ რიგში, სპეციალისტები გირჩევენ, რომ რესტორნების კერძებსა და ნახევარფაბრიკატებზე უარი თქვათ და უპირატესობა სახლში მომზადებულ საკვებს მიანიჭოთ. ისინი ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტების დაცვას გირჩევენ.
თქვენ უნდა მიიღოთ ბევრი უცხიმო ცილოვანი საკვები: ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და ოსპი. კერძები ზეითუნის ზეთზე მოამზადეთ. ასევე რაციონში ჩართეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული და რთული ნახშირწყლები, მაგალითად, მთელი მარცვლეულის პური.
დიეტოლოგების თქმით, ეს პროდუქტები სხეულს ენერგიით ავსებენ და შიმშილის გრძნობას აქვეითებენ, ხოლო ხილი და ბოსტნეული გაუწყლოებას თავიდან აგაცილებთ. ამასთან ბოსტნეული უფრო მეტი უნდა მიირთვათ, ვიდრე ხილი, მაგრამ კარტოფილზე სჯობს საერთოდ უარი თქვათ. ასევე რაც შეიძლება ბევრი წყალი, ჩაი, ბალახების ნახარში და ყავა დალიეთ. საერთოდ უარი თქვით ალკოჰოლსა და სწრაფ ნახშირწყლებზე, მაგალითად ფხვიერ ნამცხვრებსა და სხვა ტკბილეულზე.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვებითი ჩვევების მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. სწორედ ამიტომ, დღეში მინიმუმ 10 წუთი ნებისმიერ მოსადუნებელ საქმეს დაუთმეთ, იქნება ეს მედიტაცია, სასიამოვნო აბაზანა ან წიგნის კითხვა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror წერს.