მოდით შევთანხმდეთ: ოთახის მცენარეების მოსავლელად მინიმუმი ძალისხმევის გაწევა მაინც მოგიწევთ.
აი, აბსოლუტური მინიმუმი:
- მცენარისთვის საკმარისად ნათელი ადგილი მოძებნეთ;
- მცენარე ქოთანში ჩარგეთ;
- აუცილებლობის მიხედვით მორწყეთ;
რთული არა, ასეა? თუ ამ 3 პუნქტს შეასრულებთ, შემდეგი 15 ოთახის მცენარე თქვენს სახლში თავს შესანიშნავად იგრძნობს.
აი, ყველაზე გამძლე ოთახის მცენარეები:
1. ნამდვილი ალოე ან ალოე ვერა
სამეცნიერო სახელი: Aloe vera
სინათლე: არაპირდაპირი ან პირდაპირი მზის სინათლე.
მორწყვა: მორწყვებს შორის მიწას გამოშრობის საშუალება მიეცით.
რატომ შეგეფერებათ: ალოეს განადგურება ძალიან რთულია. თუ მასზე სათანადოდ იზრუნებთ, ჯილდოს სახით პატარა ალოეს აღმონაცენებს მიიღებთ. შეგიძლიათ ყლორტები მოჭრათ და კანზე წაისვათ – მზის დამწვრობის და სიმშრალის დროს დაგეხმარებათ.
2. ზამიოკულკასი
სამეცნიერო სახელი: Zamioculcas zamiifolia
სინათლე: სჯობს ნათელი ან ზომიერი პირდაპირი მზის სინათლე, მაგრამ სუსტიც გამოდგება.
მორწყვა: მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება.
რატომ შეგეფერებათ: ზამიოკულკასი კარგად იზრდება მაშინ, როცა ცოტა ხნით დაივიწყებთ!
3. სანსევიერია ცილინდრული
სამეცნიერო სახელი: Sansevieria cylindrica
სინათლე: ნათელი ან ზომიერი სინათლე.
მორწყვა: იშვიათად მორწყეთ, წყლის გარეშე დიდხანს ცხოვრება შეუძლია.
რატომ შეგეფერებათ: რამდენიმე კვირა მისი მორწყვა დამავიწყდა და სხვაობა ვერ შევნიშნე. მისი მოვლა ზედმეტად ადვილია!
4. ოქროსფერი ეპიპრემნუმი
სამეცნიერო სახელი: Epipremnum aureum
სინათლე: ნებისმიერი განათების დროს შესანიშნავად იზრდება – სუსტი, არაპირდაპირი და კაშკაშა.
მორწყვა: მორწყვებს შორის მიწას ბოლომდე გამოშრობა აცადეთ.
რატომ შეგეფერებათ: უპრეტენზიო მცენარე შესანიშნავ შედეგს იძლევა: რაც უფრო მეტ მზეს და წყალს იღებს, მით უფრო კარგად იზრდება!
5. ქოჩორა ქლოროფიტუმი
სამეცნიერო სახელი: Chlorophytum comosum
სინათლე: ქლოროფიტუმს ინტენსიური ზრდისთვის კაშკაშა სინათლე ურჩევნია, მაგრამ არაპირდაპირი და სუსტი განათების პირობებშიც თავს კარგად გრძნობს.
მორწყვა: რეგულარული, მაგრამ მიწას ზედმეტად გაჟღენთვის საშუალება არ მისცეთ. ასე შეიძლება ფესვები დალპეს.
რატომ შეგეფერებათ: მცენარის მოვლა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. თუ მასზე სწორად იზრუნებთ, ახალ ყლორტებს მოგცემთ, რომლებიც შეგიძლიათ ახალი მცენარის დასარგავად ან მეგობრებისთვის გასანაწილებლად გამოიყენოთ.
6. ფიტონია
სამეცნიერო სახელი: Fittonia argyroneura
სინათლე: ნათელი, არაპირდაპირ მზის სინათლე.
მორწყვა: მიწა ტენიანი, მაგრამ არა სველი უნდა იყოს.
რატომ შეგეფერებათ: მცენარე უპრეტენზიოა და მაღალი ტენიანობა ძალიან უყვარს. სჯობს ამ მცენარით სააბაზანო ოთახი გააფორმოთ!
7. სამზოლიანი სანსევიერია
სამეცნიერო სახელი: Sansevieria trifasciata
სინათლე: არაპირდაპირი ან ნათელი მზის სინათლე.
მორწყვა: იშვიათად მორწყეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიადაგმა მორწყვებს შორის სრულად გამოშრობა მოასწროს.
რატომ შეგეფერებათ: მცენარე პრაქტიკულად უკვდავია, მინიმალური მორწყვა სჭირდება და ჰაერსაც წმენდს.
8. შეფლერა
სამეცნიერო სახელი: Schefflera arboricola
სინათლე: ყველაზე უკეთ შეეფერება არაპირდაპირი მზის სინათლე.
მორწყვა: დაელოდეთ, სანამ მიწა მორწყვებს შორის სრულად გაშრება.
რატომ შეგეფერებათ: იმის გარდა, რომ მცენარე ძალიან ლამაზია, მას განსაკუთრებული მოვლა და ხშირი მორწყვა არ სჭირდება.
9. სანდერის დრაცენა
სამეცნიერო სახელი: Dracaena sanderiana
სინათლე: ყველაზე უკეთ შეეფერება ნათელი, არაპირდაპირი სინათლე. თუმცა სუსტი სინათლეც წავა.
მორწყვა: წყალი რამდენიმე თვეში ერთხელ გამოცვალეთ. წყლის ყოველი შეცვლის დროს წვეთი სასუქი მცენარეს ჯანმრთელად ზრდაში დაეხმარება.
რატომ შეგეფერებათ: ნორმალური ზრდისთვის საკმარისია დრო და დრო წყალი გამოუცვალოთ და ყურადღება მიაქციოთ, რომ წყალი არ გამუქდეს. როგორც კი გამუქდება – შეცვალეთ!
10. შემოქობილი დრაცენა
სამეცნიერო სახელი: Dracaena marginata
სინათლე: ყველაზე უკეთ ნათელი ან არაპირდაპირი სინათლის პირობებში იზრდება. სუსტი სინათლე ხელმისაწვდომია, მაგრამ დრაცენა უფრო ნელა გაიზრდება.
მორწყვა: მიწა ნესტიანი, მაგრამ არა სველი გქონდეთ. ზაფხულში თვეში 2-ჯერ გაანაყოფიერეთ.
რატომ შეგეფერებათ: თუ დრაცენას გადაჭრით, ახალ ფოთლებს გამოიღებს. იდეალური მცენარე თქვენი გემოვნებით ფორმების შესაქმნელად!
11. წყლიანი პახირა
სამეცნიერო სახელი: Pachira aquatica
სინათლე: არაპირდაპირი მზის სინათლე.
მორწყვა: თვეში რამდენჯერმე მორწყეთ – შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მორწყათ, თუ ასე დამახსოვრება გაგიადვილდებათ!
რატომ შეგეფერებათ: ჩემი გამოცდილებით, პახირას განადგურება საერთოდ შეუძლებელია: ზოგჯერ ერთი ტოტი ლპება, მაგრამ თავად ხე ჯანმრთელი რჩება და სწრაფად იზრდება!
12. კალათეა
სამეცნიერო სახელი: Calathea makoyana
სინათლე: ნათელი, არაპირდაპირი სინათლე.
მორწყვა: ნიადაგი ნესტიანი, მაგრამ არა სველი უნდა იყოს. წყლის ხარისხს ყურადღება მიაქციეთ: უხეში და ქლორიანი წყლის გამო ფოთლები ზოგჯერ მუქდება. შესაძლებლობის მიხედვით გაფილტრული, ჭის ან წვიმის წყალი გამოიყენეთ.
რატომ შეგეფერებათ: მცენარე სიკვდილის მიმართ საკმაოდ გამძლა და სწორი მოვლის პირობებში ძალიან სწრაფად იზრდება.
13. ბოკარნეა
სამეცნიერო სახელი: Beaucarnea recurvata
სინათლე: ნათელი (დროის ნახევარ პერიოდში მაინც)
მორწყვა: ნაზი – ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მორწყვებს შორის სრულად გამოშრეს.
რატომ შეგეფერებათ: ბოკარნეა სატაცურისებთა ოჯახს მიეკუთვნება და აგავას მონათესავეა, ამიტომ ძალიან დიდ ქოთანში არ დარგოთ.
14. სპატიფილიუმი
სამეცნიერო სახელი: Spathiphyllum
სინათლე: არაპირდაპირი – სპატიფილიუმი მზეზე არ გაიტანოთ.
მორწყვა: რეგულარულად მორწყეთ. ნიადაგი ნესტიანი უნდა იყოს.
რატომ შეგეფერებათ: მცენარეს ტენიანობა ძალიან უყვარს, ამიტომ იდეალური საზაფხულო ყვავილია. მნიშვნელოვანი შენიშვნა: თავად მცენარე თითქმის უკვდავია, მაგრამ ერთხელ ყვავილის განადგურება შევძელი. არ ინერვიულოთ – მცენარე მაინც გადარჩება, თუ მასზე იზრუნებთ, ამასთან აყვავილდება!
15. ტილანდსია
სამეცნიერო სახელი: Tillandsia
სინათლე: ნათელი, არაპირდაპირი სინათლე
მორწყვა: მცენარე სხვა დანარჩენს არ ჰგავს. მოსარწყავად (დანამვის გარდა) კვირაში ერთხელ მაინც წყალში უნდა ჩაალბოთ.
რატომ შეგეფერებათ: გულწრფელად გეტყვით, ამ ე.წ. „უპრეტენზიო“ მცენარის განადგურება არა ერთხელ შევძელი. უბრალოდ არ ვიცოდი, რომ მას ჩალბობა სჭირდებოდა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ თავად გაუმკლავდებოდა. ჩემი შეცდომები არ გაიმეოროთ.