ბოლო პერიოდში სელის თესლს სუპერ საკვებთან ათანაბრებენ. იმის მიუხედავად, რომ სელს უფრო ხშირად ტექსტილის საწარმოებად იყენებენ, ვიდრე კვების მრეწველობაში, სუპერმარკეტში სელის თესლის შეფუთვის ყიდვა ღირს.
სარძევე ჯირკვლების სიმსივნე
სელის თესლი ბევრ ფიტონუტრიენტ ლიგნანებს შეიცავს. როგორც კვლევა აჩვენებს, მსგავსი კომპონენტი სარძევე ჯირკვლების სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს და ასუსტებს.
საჭმლის მონელება
სელის თესლი ხსნადი და უხნადი უჯრედისით მდიდარია. ორივე ვარიანტი საჭმლის კარგად მოსანელებლად მნიშვნელოვანია.
წონა
იგივე უჯრედისი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, რადგან დანაყრების შეგრძნებას მოგანიჭებთ. შედეგად, ზედმეტად ბევრს სულ უფრო იშვიათად შეჭამთ და მიღებული კალორიების რაოდენობა შემცირდება.
მგრძნობიარე კანი
მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის მფლობელებმა რაციონში სელის თესლის დამატება ნამდვილად უნდა განიხილონ. ის ანთებას ამცირებს და კანის დამცავ ფუნქციებს აუმჯობესებს.