ოსტეოპათი ჟივოტოვი შინაგანი ორგანოების დაწევის სიმპტომებს ასახელებს

1139

ჭამის შემდეგ მუცელში სიმძიმის შეგრძნება შეიძლება შინაგანი ორგანოების დაწევის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. დარღვევის ამ და სხვა ნიშნებზე ექიმი-ოსტეოპათი ვლადიმერ ჟივოტოვი საუბრობს.

შინაგანი ორგანოების დაწევა ორგანოების ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ქვემოთ მდებარეობას გულისხმობს: მსგავსი პათოლოგია შეიძლება შეეხოს ღვიძლს, კუჭს, ნაწლავებს, თირკმლებს, სასქესო ორგანოებს. ხშირად მას კუნთების და მყესების სისუსტე იწვევს, რომლებიც ორგანოებს ნორმალურ მდგომარეობაში ვერ ინარჩუნებენ და იჭიმებიან.

ჟივოტოვმა სოციალურ ქსელ Instagram-ში დაწერა იმის შესახებ, თუ რომელი სიმპტომები ააშკარავებს არახელსაყრელ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში.

ექიმი-ოსტეოპათის თქმით, (კუჭის) დაწევის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ და ის, რომ მუცელი „ვარდება“.

საშარდე სისტემის დაზიანების დროს შეიმჩნევა შემდეგი ნიშნები:

  • შარდვის ხშირი შეტევა
  • ცისტიტი
  • შარდის გაჟონვა ტუალეტში ყოფნის შემდეგ, ასევე ხველის, სიცილის, სიმძიმის აწევის დროს.
  • ძალიან ძლიერი, ზოგჯერ უკონტროლო შარდის შეტევა

ასევე ჟივოტოვმა დაასახელა სასქესო ორგანოების დაწევის სიმპტომები – ესაა უხვი, მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოს ამოვარდნა, მისი მიომა, ენდომეტრიოზი, უნაყოფობა.

„ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქალის წელზე მუდმივად შემოხვეული კაბა ან ქვედაბოლო, ზოგჯერ შინაგანი ორგანოების დაწევაზე საუბრობს“ – ამატებს ექიმი.

სპეციალისტი გირჩევთ, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართოთ. შინაგანი ორგანოების დაწევის პრობლემამ შეიძლება სახიფათო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორისაა ანთებითი პროცესები, საჭმლის მონელების დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის შენელება და სიმსუქნე, იმუნიტეტის შემცირება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს