ელენა სმირნოვის, ექიმი-პროქტოლოგის და ონკოლოგის თქმით, მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები, ვინეგრეტი, ზღვის კომბოსტო რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც „მოდუნებული“ ნაწლავები და ხშირი ყაბზობა აწუხებს.
სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ უნდა იკვებოთ ხშირი ყაბზობის დროს, რომ ნაწლავების მუშაობა დაარეგულიროთ. ონკოლოგის თქმით, ასეთი პრობლემების მქონე ადამიანის რაციონში ბევრი საკვები ბოჭკოები (უჯრედისი) და მაგნიუმი უნდა შედიოდეს. ბოჭკოებით მდიდარია მწვანე ბოსტნეული, ბევრი ხილი, ჩირი, მარცვლეული. მაგნიუმით მდიდარია გოგრის და მზესუმზირას თესლი, კაკალი, პარკოსანი პროდუქტები, შვრია.
„ბევრი ბოსტნეული მიირთვით – უმი და მოთუშული, გარნირის და მობრაწულის სახით. თუ შეგიძლიათ, მოხარშული თეთრი კომბოსტო და მწვანე ბარდა მიირთვით“ – გირჩევთ სმირნოვა.
ხშირი ყაბზობის დროს ძალიან სასარგებლოა ზღვის კომბოსტო (მათ შორის კონსერვები), ამატებს ექიმი-ონკოლოგი. ასევე ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს ვინეგრეტი, რომელშიც სმირნოვა ზეითუნის ზეთის და ბოსტნეულის ხიზილალას დამატებას გირჩევთ.
„ყაბზობის დროს წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. საკვები უნდა მოხარშოთ და გამოაცხოთ, განსაკუთრებით არ დააქუცმაცოთ. დღეში 4-6-ჯერ უნდა იკვებოთ – ასე ნაღვლის გადინებას და ფერმენტების სწორი რაოდენობის წარმოებისთვის კუჭქვეშა ჯირკვლების მუშაობას დაარეგულირებთ“ – განმარტავს ექიმი.
კიდევ ერთი პირობა: დღეში მინიმუმ 1,5 ლ წყალი დალიეთ. სმირნოვი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ცოტა სითხეს იღებს, სწორი ნაწლავის კედლები წყალს განავლის მასიდან იწოვს, რაც განავლის გამაგრებას და ნაწლავებში მის ცუდად მოძრაობას იწვევს.