დასახელდა ყველაზე სასარგებლო პროდუქტები კბილების და ღრძილების გასაძლიერებლად

1561

სტაფილო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყველი და სხვა რძის პროდუქტი მეტნაკლებად სასარგებლო პროდუქტებია კბილების და ღრძილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ მიხეილ ზასლავკსი, ექიმი სტომატოლოგი, საუბრობს.

სპეციალისტი კბილების და ღრძილების გასაძლიერებლად ყველაზე შესაფერ პროდუქტებს შორის გამოყოფს კალციუმით, უჯრედისით, მაგნიუმით, ფთორით, ფოსფორით და ვიტამინებით მდიდარ პროდუქტებს, ასევე ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი ეფექტის მქონე პროდუქტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ნიახური, წიწაკა, კიტრი. სტომატოლოგის თქმით, ისინი შაქრის დაბალი კონცენტრაციით გამოირჩევიან, ამავდროულად უჯრედისით მდიდარი არიან – მათი მიღება „კბილების ზედაპირს კარგად წმენდს, მჟავას ანეიტრალებს, ამით პირის ღრუში მჟავე-ტუტე ბალანსს აღადგენს“.

ასევე პირის ღრუს მდგომარეობას მწვანე ჩაი აუმჯობესებს. სასმელი შეიცავს ნივთიერება კატეხინს, რომელიც კბილის ემალზე წარმოუდგენლად დადებით გავლენას ახდენს (კარიესის ბაქტერიებს ანეიტრალებს). გარდა ამისა, მწვანე ჩაის დალევა ღრძილებს აძლიერებს, სუნთქვას აჯანსაღებს.

ექიმმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიაში რძის პროდუქტებიც ჩართო, რომელიც მისი თქმით კალციუმის საუკეთესო წყაროა. კალციუმი ძვლებისა და კბილებისთვის ნომერ პირველი მინერალია. ზასლავსკი აცხადებს, რომ რძე, იოგურტი, ყველი და ხაჭო შეიცავს ცოტა მჟავას, რომელიც კბილებს ანადგურებს, და სასარგებლო მიკროელემენტების მთელ კომპლექსს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს