როგორ დავსვათ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამოუკიდებლად

2083

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მერვე ქალი შეიძლება ძუძუს კიბოთი დაავადდეს. ელენა კოვალენკო, ექიმი-ონკოლოგი, ბლოხინის სახელობის კლინიკური ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუში ამბულატიორიული ქიმიოთერაპიის განყოფილების უფროსი მკვლევარი და სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი გიამბობთ, თუ როგორ აღმოაჩინოთ ძუძუს კიბოს ნიშნები სახლიდან გაუსვლელად.

პირველ რიგში, სარკის დახმარებით მკერდი, კანი და ძუძუს თავი შეამოწმეთ (ამასთან ხელები სხეულის გასწვრივ დაშვებულია). შემდეგ ხელები თავზე ზემოთ ასწიეთ და მკერდს კიდევ ერთხელ დააკვირდით: გვერდიდან და ორივე მხრიდან. თუ სარძევე ჯირკვლები არასიმეტრიულად გამოიყურება, კანზე ლაქები, ჩამუქება, გამოხატული შეშუპება, კანის მცირე გამკვრივება, სიმშრალე და აქერცვლა გაქვთ, ან ერთი ძუძუს თავი მაინც ჩავარდნილია – ეს სახიფათო სიგნალებია.

ამის შემდეგ მარჯვენა ხელი თავზე დაიდეთ და მარცხენა ხელის სამი თითით მარჯვენა მკერდი წრიული მოძრაობით შეამოწმეთ – ზემოდან საათის ისრის მიმართულებით დაიწყეთ. მსგავსი პროცედურა მარცხენა მკერდზე გაიმეორეთ, შემდეგ დაწექით. ჯანმრთელ ქალს სიმკვრივე ან მტკივნეული შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს, ძუძუს თავებზე დაჭერის დროს გამონადენი არ უნდა გქონდეთ. შემდეგი ნაბიჯი – ლიმფური კვანძები იღლიების ქვეშ და ლავიწის ზემოთ შეამოწმეთ. ისინი არ უნდა იგრძნობოდეს.

თუ ერთი სახიფათო ნიშანი მაინც აღმოაჩინეთ, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ. საერთოდ, სხვადასხვა ასაკის ქალმა მამოლოგს გარკვეული პერიოდულობით უნდა ეწვიოს:

  • 18-35 წლის ასაკში – 3 წელში ერთხელ
  • 36-40 წლის ასაკში – 2 წელში ერთხელ
  • 41 წლის შემდეგ – წელიწადში ერთხელ

ყოველ 2 წელში მამოგრაფია გაიკეთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს