ახალი კვლევა, რომელიც კვერცხის მოხმარებას ეძღვნება, სიუე სიამ და მისმა კოლეგებმა ფუვაის საავადმყოფოდან ჩინეთის სამედიცინო მეცნიერების აკადემიაში ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩინეთის მაცხოვრებლებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და საერთო სიკვდილიანობის ყველა დაბალი რისკი ჰქონდათ მათ, ვინც კვირაში 6 კვერცხს მოიხმარდა.
პირები, რომლებიც კვირაში ერთზე ნაკლებ კვერცხს მოიხმარდნენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 22%-ით მაღალი რისკი და სიკვდილიანობის 29%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ. ამასთან კვირაში 10 და მეტი კვერცხის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 39%-ით, ხოლო სიკვდილიანობის ალბათობას 13%-ით ზრდიდა.
კვლევისთვის ჩინეთის 15 პროვინციიდან 102 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე ან თირკმლის უკმარისობა არ ჰქონდათ. მათ 17 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ დროში გამოვლინდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 4,8 ათასი შემთხვევა და სიკვდილიანობის 5,5 ათასი შემთხვევა.