შამპუნი რაც უფრო მეტად ქაფდება, მით უფრო სახიფათოა

2157

ძალიან ბევრი ქალისთვის შამპუნის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ის, რომ შამპუნი „კარგად ქაფდება“. თუმცა დერმატოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთი საშუალება თავის კანს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს.

ხარისხიანი შამპუნების უმეტესობა, რომელთაც სამკურნალო თვისებები აქვთ, სპეციფიკური შემადგენლობის წყალობით რთულად ქაფდება. ამასთან საშუალება, რომელსაც თერაპიული თვისებები გააჩნია, კოსმეტიკურ მაღაზიებში არ იყიდება. როგორც წესი, მის შეძენას მხოლოდ აფთიაქებში ან სპეციალურ მაღაზიებში შეძლებთ.

დიდი რაოდენობით ქაფი გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს: ეს სიგნალია, რომ საშუალების შემადგენლობაში ბევრი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა. იმის მიუხედავად, რომ ნარევი კანზე ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურია, მედლის მეორე მხარეც არსებობს. სწორედ ამ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების გამო ცილები იკარგება, თმა მტვრევადი ხდება და ბოლოები სწრაფად იყოფა, კანის ქავილი ჩნდება და კანი სწრაფად ბერდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს