მკვლევარები აცხადებენ, რომ მზად არიან შემოგვთავაზონ ახალი თერაპიული სტრატეგია ესტროგენ-რეცეპტორის დადებითი ძუძუს კიბოს (ER+) სამკურნალოდ, ასევე იმ სიმსივნისთვის, რომელიც თანამედროვე სტანდარტული მკურნალობის მიმართ მდგრადია. მეცნიერებმა ახალი პრეკლინიკური კვლევა Journal of the Endocrine Society-ში გამოაქვეყნეს.
ER+ სარძევე ჯირკვლების სიმსივნე ამ სიმსივნის შემთხვევების 75%-ს წარმოადგენს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ანდროგენ-რეცეპტორის აქტივაცია სიმსივნის ზრდას ამცირებს. ანდროგენ-რეცეპტორი – ცილა ქალის და კაცის უჯრედებში, რომელსაც ტესტოსტერონი და სხვა „მამაკაცის“ რეპროდუქციული ჰორმონები მუშაობის გასააქტიურებლად უკავშირდება.
„გავრცელებულია მოსაზრება, რომ ანდროგენ-რეცეპტორი ძუძუს კიბოს დროს ავთვისებიანობას ხელს უწყობს, როგორც ეს პროსტატის სიმსივნის დროს ხდება“ – ამბობს უეინ ტილი, ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი.
„ჩვენი მუშაობა აჩვენებს, რომ ეს ER+ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს არ ეხება. უფრო მეტიც, ანდროგენ-რეცეპტორი მოქმედებს როგორც სიმსივნის სუპრესორი“ – აცხადებს უეინ ტილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მკურნალობა დაუყონებლივ დაიტესტება, რადგან ბაზარზე არსებობს დამტკიცებული მედიკამენტები, რომლებიც ანდროგენ-რეცეპტორებს ააქტიურებენ.