დიდი კვლევის მონაცემებით, მოხუცებში ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების შემცველი თერაპიის გამოყენება გარდაცვალების უფრო მაღალ რისკს უკავშირდება, ვიდრე მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში.
შემცველი თერაპია რეკომენდებულია ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ – მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის ჰორმონს ვერ აწარმოებს. თუმცა ორგანიზმის დაბერების პროცესში დისბალანსი წარმოიქმნება. TSH-ის მაღალი დონე T4-ს ნორმალურ დონეს ეთავსება.
„ძალიან ბევრ ხანდაზმულ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ დონეზე TSH-ის მომატებული დონე აქვს. ჩვენს მიერ ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგში ეს შეიძლება ჰიპოთირეოზის ნიშანი იყოს, ზოგში კი უბრალოდ ასაკობრივი ცვლილება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გარეშე“ – ამბობს ჯენიფერი მამენი, ექიმი და დოცენტი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან.
„შედეგად, ზოგიერთმა მოხუცმა შეიძლება შეუსაბამო ან ჭარბი ჰორმონალური თერაპია მიიღოს. ამ მკურნალობამ ორგანიზმის მნიშვნელოვანია ადაპტაცია შეიძლება ნულზე დაიყვანოს“ – ამატებს ექიმი.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს შორის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება სიკვდილის რისკს 60%-ით ზრდის. თუ ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებში ჰორმონალური თერაპიის გამოყენებას და მის არ არსებობას შევადარებათ, მკურნალობის არ არსებობა 2-ჯერ უფრო უსაფრთხოა.