სამედიცინო მაღაზია „ორტოპი“ ფეხის ორთოპედიული ხაზის მნიშვნელოვან გაფართოებაზე ინფორმაციას ავრცელებს. სპეციალური აქსესუარები სხვადასხვა დეფორმაციის განვითარებას და მის გამომწვევ შედეგებს ეფექტურად ებრძვიან. დღეს გიამბობთ, თუ როდის რომელი აქსესუარის გამოყენება ღირს და როგორი ორთოპედიული ნივთები არსებობს ფეხისთვის.
ფეხის აქსესუარების მრავალფეროვნება
თუ მაღალი ხარისხის ფეხსაცმლის შეძენის ან სპეციალური მოდელის გამოყენების საშუალება არ გაქვთ, ექიმები სპეციალურ აქსესუარებს გირჩევენ: ვალგუსის ბანდაჟი და სალტე, ფეხსაცმლის ღაბაში, თითის ფიქსატორი, ტერფის მანჟეტი. განვიხილოთ თითოეულის განსაკუთრებულობა.
ვალგუსის სალტე ღვედის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც ფეხზე იცმება. ის ცერა თითის დაზიანებულ სახსარს აფიქსირებს. ამ მეთოდით შეგიძლიათ სრულად მოიშოროთ პრობლემები.
ძირითადი უპირატესობები:
- მტკივნეული სინდრომის შემცირება ტერფის უფრო მოსახერხებელი პოზის ხარჯზე
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
- კუნთების ტკივილის გამო დაძაბულობის მოხსნა
- ფეხის ბორცვები დროთა განმავლობაში გაქრება და ფეხი ბუნებრივ გარეგნობას დაიბრუნებს
მოდელის სახეობები:
- კლასიკური – პლასტმასის ელემენტები სამედიცინო სილიკონის ჩანართებით, რომელიც ელასტიკურ ქსოვილზეა დამაგრებული;
- ფიქსატორები პლასტმასის კავით – პატარა ბანდაჟი თითისთვის, დიდი ბანდაჟი ტერფისთვის და შემაერთებელი კავი.
- გაძლიერებული თითის ფიქსატორით – უფრო მკაცრი კონსტრუქცია დაავადების ბოლო სტადიის დროს.
არჩევანის გაკეთებამდე ორთოპედთან კონსულტანცია გაიარეთ, რომელიც ფეხიდან ძვლოვანი წამონაზარდის მოსაშორებლად უფრო ეფექტურ მეთოდს გირჩევთ.
მოწყობილობის არჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- სიარულის დროს ფიქსატორის საიმედოობა;
- ძვლის დაცვის დონე;
- თანმდევი დაავადებები;
- დეფორმაციის კორექციის პრინციპი;
ფეხსაცმელის ღაბაში და დანართები
ახალი წყვილი ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან თხელი ლანჩა შეიძლება ძლიერი დაღლილობის და ტერფის დაავადების გამომწვევი გახდეს. სპეციალური სილიკონის ღაბაშით და დანართებით სიარულის დროს დისკომფორტს მნიშვნელოვნად შეიმსუბუქებთ.
როდის გამოვიყენოთ ორთოპედიული ღაბაში?
რიგი დაავადებების დროს მისი გამოყენება დიდ სარგებელს მოგიტანთ:
- ბრტყელტერფიანობა საწყის და საშუალო ეტაპზე
- ტრავმა და ტრავმის შემდეგ აღმდგენი პერიოდი
- ცერა თითის ვალგური დეფორმაცია
მაღაზია „ორტოპში“ შეგიძლიათ შემდეგი კატეგორიის ნივთები შეიძინოთ:
- ფეხსაცმლის უკანა ნაწილზე მისამაგრებელი
- წინა ნაწილზე და ტერფის ქვეშ ჩასაფენი
- T-ს მსგავსი ფორმის ჩასაფენი
- პელოტები ხანგრძლივი სიარულისთვის
ძირითადი უპირატესობები:
- სილიკონი, რისგანაც ნაწარმი შექმნილია, დატვირთვას ასუსტებს და ამასთან ფორმას ინარჩუნებს;
- ხახუნისა და სრიალისგან იცავს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს;
- სამუშაო დღის შემდეგ დაღლილობას და მტკივნეულ შეგრძნებას აქრობს;
- გამრუდებული ხერხემლის, ტერფის დეფორმაციის და სხვა ორთოპედიული და სახსრების დაავადებების პროფილაქტიკა;
- დატვირთვის სწორად გადანაწილება;
- ტრამვის შემდეგ აღდგენის პერიოდს ამცირებს;
- ჰიპოალერგიული თვისება
- გამოყენების ხანგრძლივი ვადა;
თითთაშორისი ტიხრები
ვალგუსური დეფორმაციის დროს ფეხის თითის კორექტორის გამოყენება არის რეკომენდებული. ის მცირე სილიკონის ნაწარმს წარმოადგენს, რომელიც პრობლემურ სახსარზე ან თითების ზონაზე მაგრდება. ნაწარმი მტკივნეულ შეგრძნებებს აქრობს და ტერფის ჯანმრთელობის აღდგენას აჩქარებს.
როდის გამოვიყენოთ:
- კოჟრების და ნახეთქების გაჩენა, რომელიც დროთა განმავლობაში აუტანელ ტკივილს იწვევს;
- ტერფის ჭარბი ოფლიანობა, რაც სიარულის დროს დამატებით უხერხულობას იწვევს;
- ქუსლის დეზის განვითარება, რაც რბილი ქსოვილების დაზიანებას იწვევს.
- ბრტყელტერფიანობა, როგორც განივი, ასევე სიგრძისი, რის გამოც ფეხი ზედმეტ დატვირთვას განიცდის;
- დგომის და სიარულის დარღვევა;
ფეხის თითის ფიქსატორი შეიძლება იყოს:
- თითთაშორისი ტიხარი
- სათითე
- ძვლის დამცავი
- კორექტორი
- თითის ქეისი
მთავარი უპირატესობები:
- ტერფის დაავადებების პროფილაქტიკა
- მოძრაობის დროს სწრაფად დაღლის გაქრობა
- დატვირთვის ეფექტურად გადანაწილება
- გამოყენების ხანგრძლივი ვადა
საქუსლეები
ეს მცირე ზომის სილიკონის ნაწარმი ფეხსაცმელში ქუსლის ზონის ქვეშ იდება.
საქუსლის ძირითადი უპირატესობები:
- კოჭზე დატვირთვის შემცირება
- ტერფში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
- სრიალის შემცირება
- სიარულის დროს დარტყმების შემცირება
- ტერფის სწორი პოზა ფეხსაცმელში
როდის გამოვიყენოთ საქუსლე:
- ბრტყელტერფიანობის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ქუსლის დეზი
- ქუსლი-კოჭის ძვლის ოსტეოქონდროპათია
- ფეხის განსხვავებული სიგრძის კომპენსაცია
- ორსულობა
- სიმსუქნე და ჭარბი წონა
- ვალგუსური დეფორმაცია
ტერფის მანჟეტები
გარეგნულად გელის ბალიშის მქონე სახვევს წარმოადგენს, რომელიც ფეხის თითებზე ძლიერ მაგრდება. ტერფის მანჟეტი სხვადასხვა ზომის არსებობს და მისი შერჩევა ინდივიდუალურად ხდება.
როდის გამოვიყენოთ:
- მოუხერხებელი ფეხსაცმელი
- ნახეთქების და თითებს შორის კანის დაზიანების დროს
- ტკივილი სიარულის დროს
ძირითადი უპირატესობები:
- ნახეთქების პროფილაქტიკა
- ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა და მკურნალობა
- ფეხის დაღლილობის შემცირება
- ამორტიზაცია სიარულის დროს
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
ტერფის დაავადებების სიმპტომები არ უგულებელყოფთ – ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. პირველივე ნიშნებისას სპეციალისტს მიმართეთ, რომელიც სწორი ორთოპედიული აქსესუარის შეძენაში დაგეხმარებათ.