ღიმილი ლამაზი რომ იყოს, ის ჯანმრთელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი პირობები სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და პირადი ჰიგიენაა, თუმცა, სწორი კვება უკანასკნელ ადგილს არ იკავებს.
ამ საკითხში ლიდერობს კალციუმი, რომლის დეფიციტი ემალის დაზიანებას იწვევს. ორგანიზმში ამ ელემენტის მარაგის შესავსებად მიიღეთ შემდეგი პროდუქტები: ხმელი და რბილი ყველი, კვერცხი, ხორცი, ყველა სახის კომბოსტო.
ემალზე მიკრობზარები, სავარაუდოდ, ფთორის დეფიციტზე სიგნალს გაძლევთ. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, ბევრი თევზი და ზღვის პროდუქტი მიირთვით.
კბილების მგრძნობელობაზე პასუხისმგებელი მაგნიუმის დეფიციტია. ყოველი საკვების მიღების დროს რომ არ დაიტანჯოთ, რაციონში ყაბაყი, გოგრა, ჭარხალი, პარკოსანი პროდუქტები, კარტოფილი, ყურძენი და ჩირი დაამატეთ.
ქათქათა ღიმილი – ფოსფორის დამსახურებაა. ამ ელემენტს იპოვით წითელ ხორცში, თევზში, წიწიბურას მარცვლებში, რძის პროდუქტებსა და ლობიოში.
ღრძილების სისხლდენა ადასტურებს, რომ ორგანიზმს PP ვიტამინი სჭირდება. ამ შემთხვევაში რაციონში კაკალი, ინდაურის ხორცი, ზღვის პროდუქტები, ძროხის ხორცი და ზღვის თევზი დაამატეთ.