B12 ვიტამინი: რისთვის არის საჭირო და სად ვიპოვოთ

2687

ოლგა პერევალოვა, რუსეთში ნუტრიციოლოგების და დიეტოლოგების საზოგადოების წევრი, B12 ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

„B12 ვიტამინი ორგანიზმში რკინის დონესა და სისხლით ჟანგბადის ქსოვილებში მიწოდებაზე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ჰემოგლობინი პირდაპირ B12 ვიტამინის დონეზეა დამოკიდებული. ხორცის, ღვიძლის, რკინის შემცველი საკვების, ბოსტნეულის, მწვანილის, თევზის და პარკოსანი პროდუქტების საკმარისი რაოდენობის მიღებით ამ ვიტამინის ნორმის შენარჩუნებას შეძლებთ“ – ირწმუნება სპეციალისტი.

ამ მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, კრევეტები, ორაგული და ხბოს ღვიძლი. B12 ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას წყალმცენარეების და ტოფუს მიღებით შეძლებთ. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შედარებით მცენარეულ საკვებში ვიტამინი გაცილებით ნაკლებია და ამიტომ ამ პროდუქტების უფრო მეტი პორცია უნდა მიიღოთ.

ამას გარდა, კვებით მრეწველობაში სპეციალურად B12 ვიტამინით გაჯერებულ პროდუქტებს უშვებენ: ესაა სპეციალური მარცვლეულის საუზმე, სოიოს რძე და საკვები საფუარი. თუ კვებაზე ზრუნვა ჩვევად არ გაქვთ, რაც კარგი არაა, მაგრამ იშვიათობას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ B12 ვიტამინი ამპულების სახით აფთიაქში შეიძინოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს