6 ცუდი ჩვევა, რაც ბავშვების კბილებს აზიანებს

2046

საბავშვო ასაკში კარიესის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მშობლები ბავშვებს რამდენიმე ცუდი ჩვევის მოშორებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გერმანიაში სტომატოლოგიის სფეროს ექსპერტები ამბობენ.

ტკბილეული ძირითადი საკვების მიღებებს შორის. ბავშვებს ნამცხვრებით, კანფეტებით და შაქრიანი სასმელებით წახემსების უფლება არ მისცეთ. ისინი კბილებს აზიანებენ. ბავშვებს ხილით წახემსება მიაჩვიეთ. ზოგჯერ ტკბილეულით, მაგალითად დესერტით, შეგიძლიათ სადილის ან ვახშმის შემდეგ გაანებივროთ და არა მათ შორის.

მყარი კანფეტები. ჩხირზე წამოცმულ კანფეტებზე არა მხოლოდ ბევრი შაქარია, არამედ მათი მყარი კონსისტენცია ბავშვის კბილის დაზიანების რისკს ზრდის. გაოცდებით, როცა გაიგებთ, თუ რამდენი ბავშვი მიდის სტომატოლოგთან ყინულკარამელის ჩაკბეჩვის მცდელობის შემდეგ გატეხილი კბილით.

კბილის ექიმთან რეგულარულ ვიზიტზე უარის თქმა. ექიმთან ვიზიტები არ გამოტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სტომატოლოგს უფრო მეტი უსიამოვნო საქმის შესრულება მოუწევს.

თითის წოვის ჩვევა. ზოგიერთ ბავშვს მსგავსი ჩვევა ჩვილობიდან 4-6 წლის ასაკამდე მოყვება. ამ ჩვევას რბილად უნდა ებრძოლოთ, რადგან ეს კბილების ირიბად ზრდას იწვევს, რაც საჭმლის გადამუშავების პროცესს არღვევს.

ტკბილი სასმელები ძილის წინ. თუ ბავშვს ძილის წინ წვენს ან შოკოლადის რძეს მისცემთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ მან კბილები გაიწმინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შაქარი კბილის ზედაპირზე დაგროვდება და კარიესს გამოიწვევს.

კბილის პასტის გადაყლაპვა. ფთორი კბილებში ხვრელის წინააღმდეგ ნატურალური მებრძოლია. ის კარგ კბილის პასტაში ბლომადაა, მაგრამ ჭარბი რაოდენობა იწვევს ფლუოროზს – დარღვევა, რომლის დროსაც კბილებზე თეთრი ან ყავისფერი ლაქები ჩნდება. ბავშვებს კბილის პასტის, განსაკუთრებით ფთორის შემცველის, გადაყლაპვის უფლება არ მისცეთ. ამის შესახებ The Health Site წერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს