ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, ღიტინი ან დისკომფორტი ყელში.
მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ყელის ღიტინი, სიმშრალე, ტკივილი და დისკომფოტი ყლაპვის დროს (განსაკუთრებით ცარიელი ყლაპვის დროს), იშვიათად – ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.
ქრონიკული ფარინგიტისთვის ტემპერატურის მატება და მდგომარეობის ზოგადი გაუარესება დამახასიათებელი არაა. ამ დროს დამახასიათებელია ყელის სიმშრალე, ღიტინი და ყელში ბურთის გაჩენის შეგრძნება, რაც დახველების და „ყელის გაწმენდის“ სურვილს იწვევს.
მიზეზობრივი ფაქტორით მწვავე ფარინგიტი შეიძლება შემდეგნაირად დავყოთ:
- ვირუსული
- ბაქტერიული
- სოკოვანი
- ალერგიული
- ტრავმული (უცხო სხეულის მოხვედრის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად) და გამაღიზიანებელი ფაქტორების (ცხელი სითხე ან ორთქლი, მჟავე, ტუტე და ა.შ.) ზემოქმედებით
ქრონიკული ფარინგიტი ჩვეულებრივ მიზეზობრივი ნიშნებით არ იყოფა, არამედ ლორწოვანი გარსის ცვლილებების განვითარების მიხედვით:
- კატარალური (მარტივი)
- ატროფული (სუბატროფული)
- ჰიპერტროფული
ქრონიკული ფარინგიტის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები:
- ხახის ლორწოვანი გარსის და მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საერთო მახასიათებლები;
- ეგზოგენური ფაქტორების (მტვერი, ცხელი, მშრალი ან კვამლიანი ჰაერი, ქიმიური ნივთიერება) გახანგრძლივებული ზემოქმედება;
- ცხვირით სუნთქვის გართულება (პირიდან სუნთქვა);
- ალერგია;
ქრონიკული ფარინგიტის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც გამოვლენილი პათოგენის დროს ანტიბაქტერიულ თერაპიას და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრავს, ან ფართო მოქმედების ანტიბიოტიკების დანიშვნას მოიცავს.
სიმპტომური თერაპია მოიცავს ადგილობრივი საწუწნი აბების, სავლები სითხეების და სპრეების დანიშვნას: სტრეპსილსი, ლიზობაქტი, ფარინგოსეპტი, პროპოლისის სპრეი, მირამისტინი.
ყელის ანთების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია სალბის მშრალ ექსტრაქტზე ან ესენციურ ზეთზე დაფუძნებული საწუწნი აბები (ნატურ პროდუქტიდან). სალბის საწუწნი აბები კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. მას ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული ან ამოსახველებელი მოქმედება აქვს, ასევე შემკვრელ თვისებებს ფლობს. ნატურ პროდუქტის სალბის აბები ევროპაში საერთაშორისო სტანდარტების ხარისხით იწარმოება.
შეგიძლიათ ხსნარის გამოყენებით ყელი გამოივლოთ. ამისთვის 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 2 წვეთი იოდი 1 ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით და დღეში 6-ჯერ ყელში გამოივლეთ.