ფორთოხლის წვენის მოლეკულა, ნობილეტინი ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ – კვლევა

3269

2,5 ჭიქა ფორთოხლის წვენმა შეიძლება ჭარბი წონის პროცესი შეაფერხოს და გულის დაავადებების და დიაბეტის რისკი შეამციროს – უპირატესობა, რომელსაც დასავლელი მკვლევარები ფორთოხლის და მანდარინის წვენში შემავალ მოლეკულას, ნობილეტინს აწერენ.

სამედიცინო და სტომატოლოგიურ სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირთხები, რომლებიც ცხიმების და ქოლესტერინის მაღალ შემცველი რაციონით იკვებებოდნენ და ნობილეტინსაც იღებდნენ,  უფრო გამხდრები იყვნენ, ინსულინის რეზისტენტონის დონე და სისხლში ლიპიდების დონე უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე იმ ვირთხებს, რომლებიც გაჯერებულ ცხიმებს ნობილეტინის გარეშე იღებდნენ.

მოქმედების მექანიზმი

კვლევა „ციტრუსის ფლავონოიდი, ნობილეტინი მეტაბოლური დისრეგულაციისგან იცავს თაგვებს, რომელთაც ცხიმის მაღალი შემცველობა აქვთ, AMPK-ს დამოუკიდებლად“ ჟურნალში Lipid Research გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში შეგვიძლია ნობილეტინით ჩარევა შევძლოთ“ – ამბობს პროფესორი შულიჰ მიურეი ჰაფი. თაგვებში, რომელთაც სიმსუქნის უარყოფითი სიმპტომები აქვთ, ჩვენ ვიყენებთ ნობილეტინს, რომ სიმპტომები გავაქროთ და არტერიებში წარმოქმნილი ფოლაქების (ათეროსკლეროზი) რეგრესირება დავიწყოთ.“

მკვლევარებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ მოლეკულა მოქმედებას გზაზე, რომელიც არეგულირებს იმას, თუ როგორ ხდება ორგანიზმში ცხიმის დამუშავება. ამ მარეგულირებელს AMP Kinase ეწოდება, რომელიც ენერგიის გასაზრდელად ცხიმის წვის მექანიზმს რთავს და ცხიმების წარმოქმნას ბლოკავს.

ადამიანებზე გამოცდა

შემდეგი ნაბიჯია კვლევის ადამიანებზე გადატანა, რომ განსაზღვრონ, ნობილეტინი მათზე ასეთ დადებით მეტაბოლურ ეფექტს მოახდენს თუ არა.

„სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული მეტაბოლური სინდრომები ჩვენი ჯანდაცვის სისტემის უდიდესი ტვირთია. და ჩვენ ძალიან ცოტა საშუალება გვაქვს, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ“ – ამბობს ჰაფი. „ჩვენ ახალი თერაპიების აღმოჩენაზე აქცენტი უნდა გავაგრძელოთ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს