ვიძინებთ და ვიკლებთ: ცნობილია პროდუქტი, რომელიც ძილში კალორიებს წვავს

19105

ნივთიერებათა ცვლა არის პროცესი, რომლის დროსაც კალორიები იწვება. სხვადასხვა საკვები ამ პროცესზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. ზოგიერთი პროდუქტი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და კალორიები უფრო სწრაფად იწვება. თუმცა ყველა პროდუქტის ღამით ჭამა არ შეიძლება.

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ისეთი პროდუქტის პოვნა შეძლეს, რომელიც შეგიძლიათ დაძინებამდე მიირთვათ და ამით ნივთიერებათა ცვლა დააჩქაროთ. საქმე უცხიმო ხაჭოს ეხება.

მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 20 წელზე მეტი ასაკის ახალგაზრდა ადამიანებმა მიიღეს. ისინი დაძინებამდე 1 საათით ადრე ერთ პორცია ხაჭოს ჭამდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეებს არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლა გაეზარდათ, არამედ ზოგადი განწყობაც უფრო გაუუმჯობესდათ. მეცნიერების თქმით, ორგანიზმზე დადებით ეფექტს ახდენს კაზეინი, რომელსაც ხაჭო შეიცავს. ის უჯრედებში ამინომჟავების უწყვეტ მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.

კაზეინი საჭმლის მონელების პროცესსაც სტიმულირებს. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ეფექტურად მუშაობას იწყებს და უფრო მეტ კალორიას წვავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს