როგორ და რატომ აძლიერებს ნიორი ჩვენს იმუნიტეტს

6858

ნიორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არომატი და გემოა, რომელსაც მთელი მსოფლიოს სამზარეულოში იყენებენ. ნიორს შეუძლია ჯანმრთელობაზე საკმაოდ შთამბეჭდავი თვისებების გამო იამაყოს. მისი მთავარი ფუნქცია იმუნიტეტის გაძლიერებაა.

ზოგიერთი „იმუნიტეტის გამაძლიერებელი“ ბიოაქტიური დანამატები ნიორს შეიცავენ და სულ ტყუილად არა. ისტორიულად, მას დაავადებებისგან თავდასაცავად, ინფექციებთან საბრძოლველად და ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. კვლევა ნივრის იმუნურ შესაძლებლობებს უფრო მეტ ნდობას ანიჭებს.

კვლევა

146 მოხალისე პლაცებოს ან ნივრის დანამატს ყოველდღე, 12 კვირის განმავლობაში იღებდა. ნივრის მიმღებ ჯგუფში უფრო ნაკლები სურდო შეინიშნებოდა, ვიდრე პლაცებოს მიმღებ ჯგუფში, და ისინი დაინფიცირების შემთხვევაში უფრო სწრაფად იკურნებოდნენ.

ახალი ექსპერიმენტები ადასტურებენ, რომ ნივრის დაყენებული ექსტრაქტი იმუნური უჯრედების ფუნქციას აძლიერებს.

21-დან 50 წლამდე ჯანსაღი უფროსები პლაცებოს ან ნივრის დაყენებულ ექსტრაქტს 90 დღის განმავლობაში იღებდნენ. ჯგუფებს შორის დაავადებების რაოდენობას შორის განსხვავება არ ყოფილა. მათ, ვინც ნივრის ექსტრაქტი მიიღო, სურდოს და გრიპის სიმძიმე, ასევე სიმპტომები შეუმცირდათ და სამსახურის ან სასწავლებლის გაცდენა უფრო ნაკლებად უწევდათ.

მოქმედების მექანიზმი

ნიორი შეიცავს ნაერთს, რომელიც იმუნურ სისტემას მიკრობებთან ბრძოლაში ეხმარება. ეს ნაერთია ალიცინი. ალიცინი შეიცავს გოგირდს, რომელიც პროდუქტს დამახასიათებელ სუნს და გემოს ანიჭებს. ალიცინი არასტაბილურია და გოგირდის შემცველ ნაერთად სწრაფად გარდაიქმნება. ამით კი ნიორს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ნაჩვენები იქნა, რომ ეს ნაერთი დაავადებებთან საბრძოლველად ორგანიზმში ლეიკოციტების რეაქციას აძლიერებს, როცა მათ ვირუსებთან შეჯახება უწევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს