დაცემინება დახურული პირით და ცხვირით შეიძლება სასიკვდილოდ სახიფათო იყოს

3930

ბევრი ადამიანი დაცემინების დროს პირს და ცხვირს ხურავს. ამას „საკუთარ თავში“ ცემინება ეწოდება. ექიმები არ იღლებიან იმის თქმით, რომ ასე მოქცევა ძალიან სახიფათოა. ამის შესახებ ვლადიმერ ზაიცევი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გვახსენებს. ის ირწმუნება, რომ „საკუთარ თავში“ დაცემინებამ შეიძლება სმენის ორგანოს პრობლემები გამოიწვიოს.

„თუ პირს და ცხვირს დახურავთ, ლორწო წნევის ძალით შეიძლება მოხვდეს სასმენ მილში, რომელიც ცხვირ-ხახას შუა ყურთან აკავშირებს. შედეგად სასმენი მილის ანთება წარმოიქმნება, რომელსაც ევსტახიტი ეწოდება.

უფრო მეტიც, მაღალი წნევის გამო სხვადასხვა ბაქტერიები შეიძლება პარანაზალურ სინუსებში მოხვდეს და ფრონტიტი, სინუსიტი და ჰაიმორიტი გამოიწვიოს.

„თუ ადამიანს ცხვირიდან სისხლდენისკენ მიდრეკილება აქვს, დაცემინების დროს პირის და ცხვირის დახურვამ ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს“ – ამატებს ოტორინოლარინგოლოგი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს