იდაყვებზე მშრალი კანი იმის ნიშანია, რომ ადამიანის ორგანიზმში რაღაც რიგზე არაა, რადგან კანი სხეულის ყველა ნაწილში ერთნაირად დატენიანებული უნდა იყოს. ამის შესახებ ირინა სკოროგუდაევა, დერმატოლოგი საუბრობს.
მისი თქმით, იდაყვებზე კანის სიმშრალის ყველაზე ხშირი სიმპტომია ეპიდერმისის რქოვანი შრის ჭარბი ზრდა – ჰიპერკერატოზი. ეს სიმპტომი შეინიშნება იმ ადამიანებში, ვინც მაგიდასთან მჯდომარე პოზაში დიდ დროს ატარებს.
იდაყვებზე მშრალი კანი შეიძლება სხვა, უფრო სერიოზული დაავადებებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, საკვებზე ალერგია, ატოპიური დერმატიტი და ვაზომოტორული რინიტი. ამ უსიამოვნებამდე შეიძლება მიგიყვანოთ ორგანიზმში ენდოკრინული ცვლილებებმა, რომელთაც ხშირად ჰორმონალური პრეპარატები, ასაკობრივი ცვლილებები ან თანდაყოლილი განსაკუთრებულობა იწვევს. ზოგჯერ იდაყვებზე მშრალი კანი ვიტამინების ნაკლებობაზე საუბრობს.
ირინა სკოროგუდაევა გირჩევთ, რომ სპეციალისტს მიმართოთ, თუ იდაყვებზე კანის სიმშრალეს თან ახლავს ნახეთქები, აქერცვლა და პიგმენტაცია.