ქალებში გულის შეტევის ნიშნები, რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ

5960

ესენში, Rhein-Ruhr-ის გულ-სისხლძარღვთა საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, ქალების ორი მესამედს, რომლებიც საავადმყოფოში გულის შეტევით ხვდებიან, მანამდე გარკვეული ნიშნები ჰქონდათ, რომელთაც ყურადღებას არ აქცევდნენ ან არასწორად განმარტეს.

ქალებში გულის შეტევის სწრაფად გამოვლენა ხშირად არ ხდება, რადგან მისი ნიშნები ისეთი აშკარა არაა, როგორც კაცებში. ასეთი შეფერხება ძალიან სახიფათოა, რადგან გულის შეტევის დროს მიოკარდიუმის უჯრედები იღუპება და მხოლოდ დროული დახმარებით შეიძლება სასიკვდილო პროცესის თავიდან აცილება. ბევრი ქალი ინფარქტით მანამდე იღუპება, სანამ კლინიკაში მოხვდება.

საშუალოდ, გულის მწვავე შეტევით ქალი ექიმთან 30 წუთით უფრო გვიან ხვდება, ვიდრე კაცი. ასეთი დაგვიანების მთავარი მიზეზი – ისინი ნიშნებს ვერ ამჩნევენ, რომლებიც შეტევის განსაზღვრის და აუცილებელი ზომების საშუალებას მისცემდათ.

რაც დამახასიათებელია: ასეთი ნიშნები გულის შეტევამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე შეიძლება გაჩნდეს.

ყველაზე ხშირად მოახლოებული კატასტროფის რომელი სიგნალების გამოტოვება ხდება ქალებში?

  • ტკივილი და დისკომფორტი მშვიდ მდგომარეობაში. მაგალითად, ქალი დილით ადრე ოფლიანი და ქოშინით იღვიძებს. უსიამოვნო სიმპტომები რამდენიმე წუთით გრძელდება და კვლავ ქრება.
  • მწველი ტკივილი ბეჭებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ სისხლძარღვებს სისხლი ცუდად მიეწოდებათ.
  • ყბის, მხრის ტკივილი. ეს ნიშანი მცირე ხნით ჩნდება, მაგრამ გარკვეულ პერიოდში კვლავ ბრუნდება.
  • უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში. ბევრ ქალს ინფარქტის დაწყებამდე ეს სიმპტომი აწუხებს.
  • გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამ ნიშნებს ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მათ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას უკავშირებენ.

„არსებობს წესი: ყველა მოულოდნელი სიმპტომი ცხვირის, ხელის და ჭიპის წვერს შორის, რომელიც 15 წუთზე მეტხანს გრძელდება, საეჭვოა და სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. თუ უსიამოვნება მშვიდ პოზაში ძლიერდება, ექიმს რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ“ – გვირჩევენ კარდიოლოგები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს