ცოტა ხნის წინ BMC Complementary Medicine and Therapies-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ კურკუმას და მწვანე ჩაის ნარევი ქოლესტერინის დონეს ამცირებს ვირთხებში, რომლებიც მაღალ ცხიმოვანი რაციონით იკვებებოდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კურკუმინი EGCG-ს (მწვანე ჩაის აქტიური ნაერთი) ბიოშეღწევადობას ზრდის, რაც მას ანტიჰიპერლიპიდემიური მოქმედების საშუალებას აძლევს.
კურკუმას აქტიური ნივთიერება ორგანიზმში სასწაულს ახდენს. კურკუმინი კურკუმას ძირითადი აქტიური ინგრედიენტია, რომელიც თავისი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით ცნობილია. თუმცა, როგორც მწვანე ჩაის ექსტრაქტი (EGCG), კურკუმინი ცუდი ბიოშეღწევადობით იტანჯება.
დანა ანჯელო უაიტი, რეგისტრირებული დიეტოლოგი კუინიპაკის უნივერსიტეტიდან (კონექტიკუტის შტატი, აშშ) ამბობს, რომ „თვეში ერთხელ კარის მიღება სასურველ ანთების საწინააღმდეგო უპირატესობას ვერ მოგცემთ“.
„ჰიპოთეზის შესამოწმებლად მკვლევარების გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარა ვირთხებზე, რომლებიც მაღალ ცხიმოვანი რაციონით იკვებებოდნენ. მათ ვირთხები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი (A) თხევად ატორვასტატინს, ქოლესტერინის დონის შემამცირებელ მედიკამენტს იღებდა. მეორე ჯგუფი (B) მწვანე ჩაის ექსტრაქტს, ხოლო მესამე ჯგუფი (C) მწვანე ჩაის ექსტრაქტს კურკუმასთან ერთად იღებდა“ – წერს გამოცემა Health.News.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ C ჯგუფის ვირთხებში ქოლესტერინის დონე უფრო მეტად შემცირდა. მათი თქმით, კურკუმინმა EGCG-ის ბიოშეღწევადობას ხელი შეუწყო, რამაც ქოლესტერინის დონის შემცირებაზე დადებითი გავლენა იქონია.