დერმატოლოგი გასწავლით, თუ როგორ მოიშოროთ სხეულის უსიამოვნო სუნი

2171

სხეულის უსიამოვნო სუნს სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მათ შორის პირადი ჰიგიენის შეცდომები ან არასწორად შერჩეული ტანსაცმელი. ზოგჯერ სუნს უფრო სერიოზული მიზეზი აქვს – დაავადება.

თითოეულ ჩვენგანს სხეულის სუნის საკუთარი ანაბეჭდი აქვს. და ეს კარსია, ამბობს იაელ ადლერი, გერმანელი დერმატოლოგი:

„ეს პარტნიორის არჩევაში გვეხმარება. თუ ადამიანის სუნი არ მოგვწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „ყარს“. უფრო სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულების „ქიმია“ შეუთავსებადია“.

ადლერის თქმით, ბევრი ადამიანი შეწუხებულია იმით, რომ სასქესო ორგანოებში სუნი აქვთ. ინტიმურ ადგილებში „არომატული“ ჯირკვლები მდებარეობს, რომლებიც სხეულის „მარკეტინგულ საშუალებად“ ითვლება – პოტენციური პარტნიორების მოზიდვა.

რა დგას ცუდი სუნის უკან?

დერმატოლოგის თქმით, თუ ვინმეს უსიამოვნო სუნი ნამდვილად აწუხებს, ამას მარტივი მიზეზები აქვს:

  • არასწორი დასაბანი საშუალება (ტუტე საპონი): ის ჩვენი ორგანიზმის მჟავე დამცავ სისტემას ანადგურებს, შედეგად PH იზრდება და შეიძლება ბაქტერიები და ვირუსები გამრავლდეს. ისინი კი ნამდვილად „მყრალები“ არიან.
  • ბაქტერიები სინთეტიკურ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობენ. უსიამოვნო სუნი განსაკუთრებით ხელოვნური ქსოვილების ნივთებზე ვრცელდება.

წყალი ან ძმარი

სხეულის უსიამოვნო სუნი რომ მოიშოროთ, დერმატოლოგი გირჩევთ, რომ შესაძლებლობის მიხედვით წყლით დაიბანოთ. „ოფლის ლაქა“ დაიბანეთ რბილი, ნეიტრალური PH-ის  შხაპგელით, რომელიც შაქრის ან ქოქოსის ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებზე იქნება დაფუძნებული.

„სასარგებლო რჩევა: ძმრიანი წყალი! 1-2 ს/კ ვაშლის ძმარი 1 ლ წყალში გააზავეთ. ეს საშუალება სუფთას გაგხდით და ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას არ მისცემს“ – დერმატოლოგის სიტყვებს გამოცემა Focus ციტირებს.

სუნი სერიოზულ დაავადებაზე მიგითითებთ

ზოგიერთი სუნი სერიოზულ დაავადებაზე სიგნალს გაძლევთ. პაციენტის დათვალიერების დროს ექიმი ყურადღებას აქცევს მის სუნს და ინტერპრეტაციას უკეთებს – სუნი შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დაავადებების ან სიმსივნის ნიშანი იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს