როგორ მოვიქცეთ თავის დაზიანების შემთხვევაში

890

თავის სერიოზული დაზიანებები სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, მაგრამ სასწრაფოს მოსვლამდე დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის შემაერთებელი ქსოვილების მკვრივი უჯრედები სისხლძარღვებს შეიცავს და ეს ანატომიური თვისება იწვევს ძლიერ სისხლდენას, რომელიც დიდხანს არ ჩერდება. ამით არა მხოლოდ ბევრი სისხლის დაკარგვის, არამედ თავის ქალის სისხლძარღვების სისტემაში ინფექციების შეღწევის საფრთხე იქმნება. ორგანიზმში პათოგენებს აკავებს ჰემოტოენცეფალური ბარიერი, რომელიც მათ ტვინში არ უშვებს. ღია ჭრილობიდან კი პათოგენები შიგნით ხვდება და ტვინის გარსი ინფიცირდება, რაც მძიმე გართულებებს, მათ შორის ენცეფალიტს ან მენინგიტს იწვევენ.

სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებელია დაზარალებულს სწორი პირველადი დახმარება გაუწიოთ. პირველ რიგში, ჭრილობა რაც შეიძლება სწრაფად დახურეთ. ჭრილობის ირგვლივ კანი ქლორჰექსიდინით ან იოდით დაამუშავეთ და სტერილური მარლის სახვევი დაადეთ, ან თავი ბინტით კარგად შეუხვიეთ. არ შეეხოთ ბინტის ან სახვევის ზედაპირს, რომელიც უშუალოდ ჭრილობაზე იქნება დადებული. ზოგჯერ ისე ხდება, რომ რომელიმე დაზიანებული არტერიის გამო სისხლდენა გრძელდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩალიჩის დადება. გახსოვდეთ, რომ მისი გაკეთება ნახევარ საათზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ქსოვილების ნეკროზის განვითარების საფრთხე არსებობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ დაზარალებული სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოთ.

თავიდან უცხო სხეულის ამოღება ან ქალის ძვლის ფრაგმენტის გასწორება არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლად არ სცადოთ. ეს მხოლოდ პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. თქვენმა „დახმარებამ“ შეიძლება ძლიერი სისხლდენა და შოკის გამო პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს. როგორ საშინლადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ქალაში ჩარჩენილი რაიმე ნივთის ფრაგმენტები, მას არ შეეხოთ – ექიმს დაელოდეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს