ორსულობის დიაბეტი დედის და ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღეს ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად 5 ყველაზე ეფექტურ ნატურალურ საშუალებას გთავაზობთ.
მწარე გოგრა. ამ ბოსტნეულს დიაბეტისგან დაცვის უნიკალური უნარი გააჩნია. ფიტონუტრიენტების მდიდარი წყარო ინსულინის მოქმედებას იმეორებს. ეს კი გესტაციური დიაბეტის უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარებათ, გოგრა ორსულებისთვის უსაფრთხოა.
ქერი. ეს მარცვლეული ბრინჯის ნაცვლად მიირთვით. ის მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს ანელებს. ამით კი სისხლში შაქრის დონეს დიდებულად ამცირებს.
ნიორი. ის არა მხოლოდ გესტაციური დიაბეტის უკეთ გაკონტროლებაში, არამედ სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. ნიორი რაციონში აუცილებლად ჩართეთ.
ზეითუნის ზეთი. კერძები ამ ზეთში მოამზადეთ. ის მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით. მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
დარიჩინი. ეს სანელებელი პოლიფენოლებს შეიცავს, რომელიც ინსულინის დარეგულირებას ხელს უწყობს. მწიკვი დარიჩინი სხვადასხვა კერძს დაუმატეთ. მას გაჯერებული გემო აქვს და სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. ამის შესახებ The Health Site წერს.