მილიონობით ადამიანს, რომელთაც სუსტი შარდის ბუშტი აქვთ, შეუძლიათ ეს უსიამოვნო აშლილობა მოიშორონ. ის თავის მსხვერპლში არა მხოლოდ ტკივილს, არამედ მუდმივად სირცხვილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 20%-ს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი აქვს, რის გამოც ზოგჯერ ტუალეტამდე მისვლასაც კი ვერ ასწრებს. მუდმივი „დენა“ ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს, სირცხვილის და ემოციური დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს, მოძრაობას, სოციალურ ცხოვრებას და ურთიერთობას ზღუდავს. მეცნიერებმა ახალი სწრაფი ტესტი შეიმუშავეს, რომელიც ამ პრობლემის გამოვლენაში დაგეხმარებათ. შარდში გარკვეული ქიმიური ნივთიერება შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობას იწვევს. ანალიზი გარკვეულწილად ორსულობის ტესტს ჰგავს.
ამჟამად სწორი დიაგნოზის დასმის დრო იწელება, რადგან შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა თავისი სიმპტომებით სხვა აშლილობას ჰგავს. მკურნალობა რაც უფრო ადრე დაიწყება, საბოლოოდ უფრო მაღალი ეფექტის მიღწევა იზრდება. ასევე დაავადება შეგიძლიათ მოიშოროთ ისე, რომ განვითარების საშუალება არ მისცეთ, როცა ადამიანებს უკვე ქვედა საცვლებში სპეციალური სანიტარული საფენების ტარება უწევთ. ახალ სადიაგნოსტიკო ტესტთან დაკავშირებით პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა ჟურნალმა Scientific Reports გამოაქვეყნა.
შარდის ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა 95 პაციენტში გამოავლინეს, რომ შარდის ჰიპერაქტიურობის დროს ქიმიური ნივთიერების ATP დონე იზრდება. მისი კონცენტრაციის გამოვლენას უმარტივესი ტესტი იძლევა, რომელიც როგორც ლაბორატორიულ, ასევე სახლის პირობებში ზოლი-ტესტის დახმარებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ. ამასთან, ტესტის ბაზარზე გამოსასვლელად დამატებითი კლინიკური კვლევებია საჭიროა, სადაც ბევრი ადამიანი მონაწილეობას მიიღებს.