სხვადასხვა ხალხში დაავადებების გასაქრობად სამკურნალო მცენარეების გამოყენება გავრცელებული მეთოდია. ითვლება, რომ ბალახები ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა – ეს კი უცოდინარი ადამიანების მცდარი მოსაზრებაა.
დღეს სამკურნალო ბალახების ზიანის შესახებ დეტალურად გიამბობთ.
ბარამბო
ეს მცენარე შფოთვის შემცირებაში, შრომისუნარიანობის გაზრდაში, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ყურადღების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ბარამბოს დამატებით ნაყენს სასიამოვნო არომატი და გემო აქვს. ბალახი კი უვნებლად მიგვაჩნია.
ბარამბოს ხშირი მიღება მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერების, ციტრალის წყალობით შეიძლება საზიანო იყოს. მისი ჭარბად მოხმარება სიმძიმეს, საფეთქლების და შუბლის არეში წნევას, ძილიანობას, შეფერხებას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს. ადამიანი გვერდით ეფექტებს დაუყონებლივ ვერ ამჩნევს, ის რეგულარული მიღებიდან 2-3 კვირაში ჩნდება.
სააფთიაქო გვირილა
საშუალებას ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისპაზმურ მოქმედება გააჩნია. მას ჩვეული ტკივილგამაყუჩებლის ნაცვლად და დასამშვიდებლად იყენებენ. მცენარემ ორსულობის, მეძუძურე დედების და უხვი მენსტრუაციის მქონე ქალების ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიაყენოს. ამას კი გლუვი კუნთების მოდუნების უნარი იწვევს. ასევე, სააფთიაქო გვირილა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლში რკინის ნაერთების შეწოვას აფერხებს და შეიძლება რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს.
პიტნა
პიტნა საკმაოდ გავრცელებული ინგრედიენტია, რომელსაც სამზარეულოში ხშირად იყენებენ. პიტნას ანტისპაზმური მოქმედება გააჩნია, წნევას ამცირებს, მენსტრუაციულ და ნაწლავების ტკივილებს აქრობს.
ჩაისა და სხვა სასმელებში პიტნის უკონტროლო დამატებამ შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. პიტნის შემადგენლობაში შედის მენთოლი, რომელიც სასუნთქ ცენტრს თრგუნავს, ეს კი გულის შეკუმშვის სიხშირეს ამცირებს. ბრადიკარდიის და ბრონქული ასთმის მქონე ხალხში გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება. მამაკაცებში შეიძლება ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.
კრაზანა
სამკურნალო მცენარეს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. თუ მის მოხმარებას გადააჭარბებთ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა დაირღვევა: ღვიძლის ტკივილი, ყაბზობა და პირის ღრუში უსიამოვნო სიმწარე იქმნება. სისუსტე, ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა – ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა.
აბზინდა
უძველესი დროიდან აბზინდა გამოიყენებოდა, როგორც საჭმლის მოსანელებელი და მადის გამაძლიერებელი საშუალება. აბზინდაზე დაფუძნებული მედიკამენტი ტკივილს ამცირებს და ქალური რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დროს ტკივილს ამსუბუქებს. რაციონში აბზინდის დიდი რაოდენობით ჩართვა ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ბალახი მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი, ბოდვას და ეპილეფსიის მსგავს კრუნჩხვებს იწვევს.
სამკურნალო მცენარეებს სამკურნალოს ტყუილად არ უწოდებენ – მცენარეები სხვადასხვა მდგომარეობის და დაავადების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. მისი მიღება მედიკამენტების მსგავსია – აბები, მალამოები, კაფსულები, ინექციები. იმდენად ძლიერი არაა, მაგრამ ბალახებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, ამიტომ მსგავსი კომპონენტები აუცილებლად ექიმთან კონსულტანციის შემდეგ გამოიყენეთ.