5 მეთოდი ასაკობრივი ნაოჭების შესაფერხებლად

10682

სახის კანზე ნაკეცების გაჩენისგან დაზღვევას ვერავინ შეძლებს, ეს სიბერის ბუნებრივი გამოვლენაა, თუმცა შეგიძლიათ ნაოჭების გაჩენა შეაფერხოთ.

მოწევას თავი დაანებეთ. ყველაზე კარგი მოტივაცია იმ ხალხისთვის, ვისაც ფილტვების სიმსივნე და ინფარქტი არ აშინებთ. თუ თამბაქოს მოწევას გააგრძელებთ, სხეულზე ასაკობრივი ნიშნები ბევრად უფრო ადრე გაგიჩნდებათ. თამბაქოს კვამლი აზიანებს კოლაგენს და ელასტინს – ქსოვილებს, რომლებიც კანს აძლიერებენ და უფრო მოქნილს ხდიან.

ნაკლები რუჯი. მზეზე წოლის ჩვევა და ყავისფერი რუჯის მიღება არა მხოლოდ კანის სიმსივნით გემუქრებათ, არამედ სიბერესაც აჩქარებს. მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ, თავის აქსესუარი და მუქი სათვალეები გაიკეთეთ.

უფრო მეტი ანტიოქსიდანტი. ეს ინგრედიენტები თქვენს კანს თავისუფალი რადიკალებისგან დაიცავს. ანტიოქსიდანტების მაღალი რაოდენობით გამოირჩევა კენკრა, წითელი ლობიო, ალუბალი, ქლიავი და ა.შ.

ბევრი წყალი. ყოველდღე 2 ლ წყალი დალიეთ. თუ მისი გემო არ მოგწონთ, არჩევანი ლიმონის წვენზე ან ქოქოსის წყალზე გააკეთეთ. ისინი ასაკობრივი ნაოჭებისგან დაგიცავთ.

კარგად გამოიძინეთ. ყოველდღიურად მინიმუმ 8 საათი ძილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა ძალების აღდგენა შეძლოს. კანზე ღამის კრემი წაისვით, რაც აღდგენის პროცესებს დააჩქარებს. ამის შესახებ The Health Site წერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს