ყვითელი ხილი, როგორიცაა მანგო და ლიმონი, C ვიტამინით მდიდარია. ასეთი ხილი იმუნიტეტს აძლიერებს და სახის კანს ბზინვარებას ანიჭებს.
ლიმონი. ეს ყვითელი ფერის ხილი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. ამასთან, ლიმონი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და წონის შემცირებას ხელს უწყობს.
მანგო. ყვითელი ფერის პროდუქტი ხილების მეფედ ითვლება. მასში ზეაქსანტინის ჭარბი დონე გვხვდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მანგოს მოხმარება კარგია მხედველობისთვის, რადგან მაკულარულ დისტროფიას და კატარაქს აფერხებს.
ანანასი. კიდევ ერთი C ვიტამინით მდიდარი წყარო, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. ანანასი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებასა და ანთებითი პროცესების შემცირებაში.
ყვითელი წიწაკა. გაჯერებულია ვიტამინებით და ცოტა კალორიას შეიცავს. ყვითელი წიწაკა ბოჭკოების, ფოლატების, რკინის და ანტიოქსინდატების მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს.
ბანანი. ყვითელი ფერის ხელმისაწვდომი პროდუქტი წლის ნებისმიერ სეზონზე, რომელიც არტერიული წნევის და სიმსივნის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. ძალიან სასარგებლოა კუჭისთვის. ამის შესახებ The Health Site წერს.