ძვლოვანი სისტემა შეგიძლიათ არა მხოლოდ მედიკამენტებით, არამედ ჩვეულებრივი კვებით გააძლიეროთ. კვების პროდუქტებში მთავარი კომპონენტები კალციუმი და D ვიტამინია. რომელი პროდუქტები შეიცავენ ამ კომპონენტებს დიდი რაოდენობით?
იოგურტი
იოგურტი ძვლოვანი სისტემისთვის აუცილებელ D ვიტამინს შეიცავს. 1 ჭიქა იოგურტით შეგიძლიათ კალციუმის დღიური დოზა მიიღოთ. პროდუქტის შერჩევას გონივრულად უნდა მიუდგეთ, რომ ძვლებს ნამდვილად დაეხმაროთ.
რძე
ეს პროდუქტი ბევრ კალციუმს შეიცავს. 1 ჭიქა რძეში კალციუმის დღიური დოზის 30% შედის. სასურველია, დღეში 3 ჭიქა რძე დალიოთ, თუ ამას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ რძე სხვადასხვა კერძებს დაუმატოთ.
ყველი
ყველი კალორიული და ცხიმიანი პროდუქტია, მაგრამ ის ძვლოვანი სისტემისთვის აუცილებელია. მასში საკმარისი D ვიტამინი შედის, რომელიც დღიურ ნორმას დაგიკმაყოფილებთ.
ორაგული
ბევრი ორაგულს იცნობს, როგორც გულისთვის აუცილებელი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროს. ის ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად უნდა შეჭამოთ.
ისპანახი
მწვანილი ძვლების გაძლიერებაში დაგეხმარებათ, ისპანახი მიირთვით. 1 ჭიქა პროდუქტი უჯრედისის, კალციუმის, რკინის და A ვიტამინის დღიური ნორმის 25%-ს შეიცავს.
თინუსი
თევზი ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად საჭირო კომპონენტებს შეიცავს, ამიტომ რაციონში ამ პროდუქტის ჩართვა ღირს.
კომბოსტო
საქმე ფოთლოვან კომბოსტოს ეხება. ძვლების გასაძლიერებლად საჭირო ნივთიერებები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ფორთოხლის წვენი
თუ ფიქრობთ, რომ ეს უსარგებლო პროდუქტია, ღრმად ცდებით. ახალ გაწურული წვენი ძვლოვანი სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.